FM97.5 / LIVE

აშშ–ს ანგარიშში რელიგიის თავისუფლებაზე ‘მოხეს კომისიის“ საქმიანობა მოხვდა

მთავარისიახლე, სამართალი 30.05.2018
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობას ეხება, ე.წ. მოხეს კომისიის მუშაობის საკითხებიც მოხვდა.

აშშ–ს ანგარიშში რელიგიის თავისუფლებაზე ‘მოხეს კომისიის“ საქმიანობა მოხვდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას ყოველწლიურად სპეციალურ ანგარიშში აფასებს.

2017 წლის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება 2014 წელს საგანგებოდ შექმნილ მოხის კომისიის საქმიანობას ეხება. ანგარიშში აქცენტი სახალხო დამცველის მიერ ამ კომისიის მუშაობის შეფასებაზე კეთდება, რომლის თანახმადაც კომისიამ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის სადავო შენობა-ნაგებობის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებით განსაზღვრული მიზანი ვერ შეასრულა.

„მაისში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ, რომელიც 2014 წელს შეიქმნა სამცხე-ჯავახეთში, სოფ. მოხეში მდებარე საკულტო ნაგებობის კუთვნილებაზე დავის გადასაჭრელად, რეკომენდაცია გასცა შენობის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემაზე და ადგილობრივი თემისთვის მეჩეთის ასაშენებლად ალტერნატიული მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე. ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შენობა მე-20 საუკუნეში აშენებულ მეჩეთს წარმოადგენს, ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ აღიშნულ ადგილას მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობდა. იმავე წლის ბოლომდე, ახალი მეჩეთის მშენებლობა გაგრძელდა, თუმცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, სადავო შენობა შემოიღობა რათა მისი როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა უზრუნველყოფილიყო. სახალხო დამცველის ოფისის განცხადების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ვერ უზრუნველყო მისთვის დაკისრებული მიზნის მიღწევა, რაც გულისხმობდა სადავო შენობის წარმომავლობის და კუთვნილების დადგენას“, – ვკითხვულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მიუხედავად, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენცირებას ახდენს და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პრივილეგიებს ანიჭებს. მაგალითისთვის ანგარიში უთითებს პატრიარქის ექსკლუზიურ იმუნიტეტზე, დისკრიმინაციულ საგადასახადო კანონმდებლობაზე, სახელმწიფო საკუთრების გადაცემის დისკრიმინაციული წესზე, სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს სკოლების დაფინანსებაზე.

ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა კრძალავს სკოლის სივრცის რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმისთვის გამოყენებას, კონსტიტუციური შეთანხმება და კანონმდებლობა საპატრიარქოს აძლევს სასწავლო დაწესებულებებში ქადაგების შესაძლებლობას ‘ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების შემთხვევაში’. ასევე მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს სამლოცველოები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობები კვლავ რჩებიან დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკის მსხვერპლი. იმის გარდა, რომ სახელმწიფო არ ცდილობს საკითხის ინსტიტუციურ დონეზე გადაწყვეტას, პრობლემები გადაუჭრელი რჩება ინდივიდუალურ დონეზე რელიგიური ჯგუფებისთვის. მაგალითად ანგარიში უთითებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიაზე, რომელიც მარტო თბილისში უკვე წლებია ითხოვს საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ხუთი ეკლესიის დაბრუნებას (რომელზეც პრეტენზიას აცხადებს საპატრიარქოც), ასევე ქვეყნის მასშტაბით დანარჩენი 57 ეკლესიის გადაცემას, თუმცა უშედეგოდ. სააგენტოში შესული ეკლესიის შესაბამისი განცხადებები წლის ბოლომდე არ იყო გადაწყვეტილი. ანგარიში სხვა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის მუსლიმი თემის ანალოგიურ მდგომარეობაზეც საუბრობს.

საზოგადოებრივ განწყოებებთან მიმართებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს იანვრიდან ოქტომბრამდე მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ რელიგიური სიძულვილის ენის 92 შემთხვევაზე (წინა წლის ანგარიშის თანახმად 69 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა), რომელთაგან 49 „ისლამოფობიურ“ და „თურქოფობიურ“ გამონათქვამებს მოიცავდა და ახალი მეჩეთების მშენებლობას შეეხებოდა (წინა წლის მონაცემებით 31), 4 კათოლიკე თემის, 24 იეჰოვას მოწმეების, 2 ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის, 1 ეთნიკურად სომხების და 6 სხვა რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ კონტექსტში, ანგარიში იხსენებს ივლისში გამართულ მარშსაც, სადაც ათასობით ადამიანი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მოთხოვნით, ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან იმიგრაციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული რელიგიური საქმიანობის შეზღუდვის ინციდენტებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც ცენტრალური მთავრობის ფაქტობრივ კონტროლის მიღმა რჩება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
EMC–ის სამართლებრივი შეფასება მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე
GDI: მოუწოდებთ სახელმწიფოს შეწყვიტოს დისკრიმინაციული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ
TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"