FM97.5 / LIVE

'კარგად ვარ, არ იჯავროთ' - წინუბნელი სოზან გოგოლაძის მამის წერილები ფრონტიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2020
როცა შურა გოგოლაძე მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, მისი ქალიშვილი, სოზანი 3 წლის იყო. ახლა 82 წლისაა და დღემდე ინახავს ფრონტიდან მამის გამოგზავნილ წერილებს. მამა ომიდან ვეღარ დაბრუნდა, სოზანს, როცა მოენატრება ჯდება და სამკუთხა ბარათებს კითხულობს.

'კარგად ვარ, არ იჯავროთ' - წინუბნელი სოზან გოგოლაძის მამის წერილები ფრონტიდან

„1942 წლის თებერვალი,

მარო, გიგზავნი წერილს შენი 16 თვის უნახავი ქმარი, შურა. გენაცვალე, ოღონდ სოზანს ნუ გამილახავ, რაც არ უნდა დაგიშავოს, ან გააფუჭოს. მარო, გეხვეწები, შეასრულე ჩემი თხოვნა, გაუშვი, გაიზრდოს ჩემს სახელზე ეგ ერთი ბავშვი“... - იწერებოდა შურა ფრონტიდან.


25 წლის შურა გოგოლაძე, ომში 1941 წლის 23 აგვისტოს წაიყვანეს სახლში სამი წლის შვილი სოზანი და ორსული ცოლი, მარო დარჩა. მათი ოჯახი ხაშურში, სოფელ აზარმაში ცხოვრობდა, 1944 წლის 4 დეკემბერს ახალციხის სოფელ წინუბანში ჩამოასახლეს. პირად ნივთებთან ერთად, წამოიღეს შურას წერილებიც. მათგან ზოგი დაიკარგა, ზოგი გაიცრიცა.

ფრონტიდან წერილები ხშირად მოდიოდა. მეუღლე მარო ხან ამბებს უყვებოდა, ხან რჩევას სთხოვდა: „ახლა მარო, რომ იწერები, როგორ მოვიქცეო, ისე მოიქეცი, როგორც მოუხდება საქმეს. მარო, ვიცი რა მდგომარეობაში იქნები, მაგრამ რას იზამ, მოითმინე ერთი თვეც და მერე მანდ ვარ. ნუ გეშინია შენ, არაფერი იფიქრო“, - წერდა შურა.

ფრონტიდან იქაური ამბები არ მოდიოდა, შურა მაროს მხოლოდ აქაურ ამბებს ეკითხებოდა და სთხოვდა გაჭირებისთვის გაეძლო:

„... სამი თვე მარო, სანამ ჩამოვიდოდე. მანამდე გაჭირება შენც აიტანე. რა უყოთ, ასე დაუწერია ჩვენთვის ღმერთს, რომ უნდა ვიტანჯოთ. მარო, ვიცი ახლა ჩემ ამბავს იკითხავ. მე კარგა ვარ ჯერა და მერე არ ვიცი, როგორ დავრჩები. ამ ორკვირაში თოვლი მოვა აქ მარო, ახლა იყავი კარგა, შვიდობით მარო.

გწერამს შურა“.


შურა გოგოლაძე ომიდან უკან ვერ დაბრუნდა. წასვლიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გაწვევისა და გარდაცვალების დღეები ერთმანეთს ემთხვევა - 1941 წლის 23 აგვისტოს გაიწვიეს და 1943 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა. ოჯახმა ამბავი დეპეშით შეიტყო.

82 წლის სოზანისთვის მამის წერილები ყველაზე ძვირფასია. თითქმის ყველა ბარათი ზეპირად იცის: „როცა მამა მენატრება, ავდივარ მაღლა სართულში, ვიღებ წერილებს და ვკითხულობ“, - ამბობს სოზანი.

თუმცა მისი „საცავი“ მხოლოდ მამის გამოგზავნილ წერილებს არ ინახავს.

შურა გოგოლაძის ორი ძმაც ფრონტზე იბრძოდა. 20 წლის ნიკალა გოგოლაძე, რომელიც 1943 წელს წაიყვანეს, იმავე წელს გარდაიცვალა. მეორე ძმა, გოგია გოგოლაძე ფინეთის ომიდან 1941 წელს გაიწვიეს და ცოცხალი გადარჩა. სახლში 1946 წელს დაბრუნდა.

„ასე თამარ. იყავ კარგად და მუდამ მხიარულად. ჯავრი არა გქონდეთ ჩვენზე, ჩვენ მოვალთ ვაჟკაცურადა. გოგიასი და შურასი ხომ მოდის თამარ წერილი, ანდა როგორ არიან, ისიც გამაგებინე. მე კარგად ვარ, არ იჯავროთ. ეს მარტი აქ უნდა გავიყვანოთ ჩემი[ .....] და მერე თუნდა გამწერონ. ეხლა მეზარება წასვლა, აქ თბილად ვარ, ხელს არ მაწვიმს და ფეხს.

გწერს შენი უმცროსი ძმა, ნიკალა“.


ნიკალა არა მხოლოდ დას, არამედ მამასაც ანუგეშებდა. ეუბნებოდა, რომ მალე და თან ვაჟკაცურად დაბრუნდებოდა სამივე ძმა უკან. თუმცა ფრონტზე მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწია ყოფნა, ომში მალევე გარდაიცვალა.

„სალამი, გამარჯვება მოხუცებულ მამასაო,
მამაჩემო არ იდარდო, მუდამ გწერამ ამასაო.
გული ისე გაიხადე იყოს ცარიელი,
ვაჟი შვიდობით დაგიბრუნდება სამხედროდან, სამი ვაჟი
მხოლოდ თქვენ იყავთ კარგადა, ჩვენზე არა გქონდეთ ჯავრი.
ასე ეხლა მამაჩემო, იყავი მუდამ კარგადა. არ გაიტეხო გულია, გწერს შენი უმცროსი შვილი ნიკალა".


'კარგად ვარ, არ იჯავროთ' - წინუბნელი სოზან გოგოლაძის მამის წერილები ფრონტიდან

'კარგად ვარ, არ იჯავროთ' - წინუბნელი სოზან გოგოლაძის მამის წერილები ფრონტიდან

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გადარჩენილები და დაკარგულები - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები
მეორე მსოფლიო ომში დაკარგული არლელი ჯარისკაცის საფლავი იპოვეს
მარო ბაბოს მუზეუმი მუსხში [Photo/Video]
ხმა სოფლიდან: მარო ბებო – "ცოცხალი საუნჯე" [Audio]
მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' ტრადიციული რეწვის კონკურსში მეორე ადგილი მიენიჭა
დღის ფოტო: 'მარო ბაბოს' მოსწავლეები [Photo]
მუსხში მცხოვრებ 'მარო ბებოს' 'ცოცხალი საუნჯის' წოდება მიენიჭა