FM97.5 / LIVE

ბორჯომში გამგებლის მოადგილე დანიშნეს

მთავარიპოლიტიკა 20.06.2013
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ სამი კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით რევაზ კალაძე აირჩიეს

ბორჯომში გამგებლის მოადგილე დანიშნეს
კალაძე მუშაობას გუშინ, 19 ივნისს შეუდგა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ხომერიკი შეცვალა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 17 კანდიდატი მონაწილოებდა. მეორე ეტაპზე მხოლოდ სამი კანდიდატი გადავიდა, 14 ივნისს გამართულ გასაუბრებაზე კი სამი კანდიდატიდან მხოლოდ ორი გამოცხადდა.

რევაზ კალაძე 1988 წლის 21 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა თბილისის რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, სამოქალაქო ნაგებობათა არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2008 წლიდან სხვადასხვა კომპანიაში არქიტექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 2012 წლის აპრილიდან კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და ურბანული დაგეგმარების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

„ბორჯომში ჩამოსვლა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადავწყვიტე, რადგან საკურორტო - სარეკრეაციო ზონაა, აქ ჩამოდიან ცნობილი არქიტექტორები სხვადასხვა დაკვეთებით. გიწევს ურთიერთობა ცნობილ და გამოცდილ ადამიანებთან და არა დამწყებ არქიტექტორებთან. ამიტომ მომავალი განვითარებისთვის ჩემი ჩამოსვლა ბორჯომში აუცილებელი იყო“, - ამბობს რევაზ კალაძე.

2012 წლის ნოემბრიდან გამგებლის მოადგილედ გიორგი ხომერიკი მუშაობდა. მან კონკურსში მონაწილოება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ მიიღო.

[თინათინ ზაზაძე,ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
რა ნიშნით შეარჩია მოადგილე ასპინძის გამგებელმა?
ბორჯომში გამგებლის მოვალეობას გიორგი ჭანკოტაძე ასრულებს
ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა