FM97.5 / LIVE

„აღარც ღობეებია აღარც ნათესები“–წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ [photo/video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.05.2018
დღეს, 22 მაისს ადიდებულმა ხევმა ახალციხის სოფლებში ინფრასტრუქტურა, ადგილობრივების საცხოვრებელი სახლის ეზოები და ნათესები დააზიანა.

„აღარც ღობეებია აღარც ნათესები“–წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ [photo/video]
წყალთბილაში მცხოვრები ადგილობრივების განმარტებით, ხევის ადიდება სავარაუდოდ მთაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. მოვარდნილი ღვარცოფი სოფელ წყალთბილაში ორი ადგილობრივის ეზოში შევარდა.

„ადიდებული მდინარე მოდიოდა ჩემს ეზოში. დიდი ლოდები და მოგლეჯილი ხეები მოჰქონდა. ყველაფერი წაიღო რაც ეზოში მქონდა. აღარც ღობეა, აღარც ნათესები“, – ამბობს სოფელ წყალთბილაში მცხოვრები სიმონ ვართანიანი.

მოვარდნილმა წყალმა ამავე სოფელში მცხოვრები ნანა ხიზაძის საცხობიც დააზიანა. ღვარცოფმა შენობის კედელი ჩამოანგრია.

„საცხობში ვიყავი, ფეხებქვეშ რყევა ვიგრძენი, როგორც მიწისძვრის დროს ისეთი. გამოვედი გარეთ და კედელიც ჩამოინგრა. რომ არ გამომესწრო შეიძლება მეც ჩავვარდნილიყავი.მონიტორი, ცომის მოსაზელი, ტელეფონი, წყლის გამაცხელებელი არისტონი და რამდენიმე ტომარა ფქვილი წაიღო წყალმა“, – ამბობს ნანა ხიზაძე.

ღვარცოფისგან მოგლეჯილი ხეები და ლოდები წყალმა წყალთბილის ახალგაზრდული ცენტრის ეზომდე ჩაიტანა. დატბორა ცენტრის ეზო და საპირფარეშოები,ასევე ადგილობრივების ნათესები.



ადიდებულმა ხევმა ჯერ ვალის „მეორე შახტასთან“ დამაკავშირებელი ხიდის ორი ბურჯი დააზიანა, შემდეგ კი კარტოფილის ნათესები. ამ დროისთვის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წყალი „მეორე შახტაში“ დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. წყლის ძლიერმა ნაკადმა ნათესებში რამდენიმე საათი იდინა.

„რვა მეასედზე მეთესა კარტოფილი, მთლიანად დაფარა წყალმა. ყოველ წელს უნდა გაწმენდა ამ ხევს და არავინ წმენდს“, – ამბობს რაინდი ფცქიალაძე.

დატბორილია ნუგზარ პაპიძის კარტოფილის ნაკვეთიც:"ნახევარი ნათესი განადგურებულია, ახლოს ვერ მივდივარ რომ ვნახო რა ხდება“.

"მეორე შახტის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები სხვილისის და ვალეში მცხოვრებ მოსახლეობას ეკუთვნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა თითქმის ყოველ წელს აქვთ, თუმცა ასეთი მასშტაბის სტიქია აქამდე არ ყოფილა.

„40 მეასედზე მეთესა, ქვა–ღორღია შესული. ნაკვეთი ნაქირავები მაქვს და არცერთი კომპანია მიზღვევს, რადგან მესაკუთრეს ნაკვეთი გაფორმებული არ აქვს. დღეს დაახლოებით 2000 ლარი ვიზარალე“, – ამბობს ვალეში მცხოვრები ავთო ხითარიშვილი.

მოსახლეობის უმეტესობას ნათესები დაზღვეული არ აქვს. დაზარალებულები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.

„ვეცნობით ვითარებას, შევისწავლით ზარალს და იმის შემდეგ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.
სტიქიის ზონაში გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები.

„მობილიზებულია სპეცტექნიკა და იწმინდება მდინარის კალაპოტი იმისთვის, რომ ზარალის მასშტაბი არ გაიზარდოს. დაწყებულია მიყენებული ზარალის აღრიცხვა. ძირითადად დაზიანებულია ნათესები და ხეხილი. შეისწავლის კომისია და შესაბამის პრევენციას გავატარებთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.



„აღარც ღობეებია აღარც ნათესები“–წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ [photo/video]

„აღარც ღობეებია აღარც ნათესები“–წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ [photo/video]

„აღარც ღობეებია აღარც ნათესები“–წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ [photo/video]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლები სტიქიიდან მეორე დღეს [Photo/Video]
ვალესა და წყალთბილაში სტიქიისგან დაზიანებულ ტერიტორიას წმენდენ
წყალთბილაში  სამი ადგილობრივის ეზო ამ დრომდე იტბორება
ვალეში წვიმამ და სეტყვამ ნათესები დააზიანა
ადიდებულმა ხევმა ახალციხეში მიქელაძეების სახლი დატბორა
წყალდიდობა არალში – 50 ჰექტარზე ნათესები დაიტბორა [PHOTO/VIDEO]
ვარხანში ადიდებულმა ღელემ ნათესები დატბორა [Photo]