FM97.5 / LIVE

დვირის რწმუნებული არაკომპეტენტური პასუხის გამო გაათავისუფლეს

მთავარიპოლიტიკა 19.06.2013
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გურამ მაისურაძე დაკავებული თანამდებობიდან „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მიცემული კომენტარის გამო გაათავისუფლეს.

დვირის  რწმუნებული არაკომპეტენტური პასუხის გამო გაათავისუფლეს
რწმუნებულს ხელშეკრულება ერთი კვირის წინ შეუწყდა. მოვალეობის შემსრულებლად კი ლაშა კევლიშვილი დაინიშნა.

„მითხრეს გამოსაცდელი ვადით იყავით დანიშნული და ახლა გათავისუფლებული ხარო“,-განაცხადა სატელეფონო საუბარში ყოფილმა რწმუნებულმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რწმუნებულმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით ჟურნალისტს არაკომპეტენტური პასუხი გასცა.

„რწუნებულმა ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც მისი მუშაობა არადადებითად შეფასდა და მას სამუშაო ხელშეკრულება შეუწყდა“,-ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ 27 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბორჯომში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საკამათო გახდა“, დვირის ყოფილი რწმუნებული ამბობს, რომ მის ტერიტორიულ ორგანოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრება არ ჩატარებულა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ ყველა სოფელში კრება ჩატარებულია და ამის დამამტკიცებელი ოქმებიც არსებობდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები სამი თვის გამოსაცდელი ვადით მიმდინარე წლის 11 აპრილს კონკურსის წესით აირჩიეს.

დვირის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს უახლოეს მომავალში ისევ კონკურსის წესით აირჩევენ.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საკამათო გახდა
ანდრიაწმინდას ახალი რწმუნებული ჰყავს
რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამები“ სრულდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს
16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა