FM97.5 / LIVE

მესხური დარბაზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.05.2018
ასპინძაში, სოფელ საროში ძველი მესხური დარბაზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს. რის შემდეგაც, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.

მესხური დარბაზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა

კონკრეტულად როდის დაიწყება მესხური დარბაზების რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდში ვერ გვპასუხობენ.

"მიმდინარეობს შემოსული საპროექტო დოკუმენტების შეფასება, რომელიც "სტუდიო 21"–მა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოამზადა. ამ ეტაპზე, მეტი არაფერი ხდება", – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი განმარტებით, გარდა პროექტის შესწავლისა, პარალელურად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას რეაბილიტირებული მესხური დარბაზების მოვლა–პატრონობაზე.

ასპინძის მერის როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, თვითმმართველობის თანამშრომლებმა უკვე მოამზადეს ამონაწერი იმ ადგილებიდან, სადაც მესხური ოდების რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს: "განვიხილეთ მიწის რეგისტრაციების ამონაწერები, გავიგეთ, რომელი მიწაა მუნიციპალიტეტის საკუთრება, რომელი სახელმწიფოსი და რომელი კერძო პირების, რათა შემდგომში ხელისშემშლელი არაფერი არ იყოს".

სოფელი სარო სამცხე–ჯავახეთში, ასპინძაში, ზღვის დონიდან 1 480 მეტრზე მდებარეობს. სოფლის ისტორია 3500 წელს ითვლის. საროს დარბაზის ტიპის სახლებს შორის ყველაზე გამორჩეული ასპანიძე-ფანასკერტელების დარბაზია.

მესხური დარბაზის მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ ე.წ. დედა ბოძი არ აქვს, ის 12 ბოძზეა განლაგებული. 12 ბოძით შეკრულია კუბი, კუბზე კი ზემოდან ხისგან გაკეთებული, წაკვეთილი პირამიდის ფორმის თაღია დაშენებული.თაღი კედლებისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციაა, რაც შენობას სეისმური თვალსაზრისით ძალიან დაცულს ხდის: ხის საფეხურებიანი პირამიდა მიწისძვრის დროს ქუდის პრინციპით იშლება და იქ მყოფ ადამიანსაც გადარჩენის დიდი შანსი აქვს. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა. დარბაზს დამხმარე ნაგებობების მთელი კომპლექსი აქვს.

გარდა მესხური დარბაზების რეაბილიტაციისა, მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
მესხური დარბაზების ორი სიცოცხლე [Photo/Video]
საროში 4 წლის წინ დაანონსებული დარბაზების რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
სამცხე–ჯავახეთში უძველესი ჯიშის მესხური ვაზი გაშენდება