FM97.5 / LIVE

საროში 4 წლის წინ დაანონსებული დარბაზების რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2019
ასპინძაში, სოფელ საროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ოთხი წლის წინ დაანონსდა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ აქ მხოლოდ ერთი დარბაზი გარემონტდება, მაგრამ ჯერ ვერც ის კეთდება.

საროში 4 წლის წინ დაანონსებული დარბაზების რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა

სოფელ საროში, ერთ–ერთი მესხური დარბაზის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, საპროექტო დოკუმენტებზე მუშაობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუსტად ერთი წლის წინ, მაისში დაასრულა, თუმცა სამუშაოებზე ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა.

„ამ დრომდე ტენდერი იმიტომ არ გამოცხადდა, რომ არც კომპანია და არც ფიზიკური პირი არ არსებობს, რომელიც დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ მისი მოსარგებლე იქნება. ამ ეტაპზე გადასაწყვეტია, სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, თუ ვინ უზრუნველყოფს ობიექტის შესაბამის მართვასა და მოვლა–პატრონობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თუ სხვა უწყება“, - გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

უწყების ცნობით, საროში მხოლოდ ერთ დარბაზს და მის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. უფრო კონკრეტულად, საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ ერთი ოთახის ტიპის შენობა–ნაგებობა გარემონტდება. აქ ეთნოგრაფიული მუზეუმის, თავისუფალი სივრცის, რესტორნისა და მცირე სასტუმროს განთავსება იგეგმება. გარდა ამისა, დარბაზის მიმდებარედ მოეწყობა მცირე ავტოსადგომი და საპირფარეშო.

საროში, ის მესხური დარბაზი რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება ადგილობრივ მერაბ მარღაძეს ეკუთვნის და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. დარბაზის გარშემო არსებული ტერიტორიის ნაწილის მესაკუთრე მუნიციპალიტეტი, ნაწილის კი კერძო პირები არიან.
ასპინძის მერიაში ამბობენ, რომ უკვე ერთი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო პირთან, იმის თაობაზე, აიღებს თუ არა რეაბილიტაციის შემდეგ დარბაზის მოვლა–პატრონობას საკუთარ თავზე თუ ამ ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტისთვის ურჩევნია.

„იმ ტერიტორიების საჯარო რეესტრის ამონაწერები, მუნიციპალიტეტმა უკვე მოამზადა. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ის პირები, რომლების საკუთრებაცაა იქ ტერიტორიები, ფიქრობენ გადმოგვცენ თავიანთი ფართი ჩვენ თუ არა. ვიდრე არ ჩამოყალიბდებიან ისინი, პასუხი ჩვენც არ გვეცოდინება“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

დარბაზის მესაკუთრე მერაბ მაღრაძე ამბობს, რომ გასულ თვეში მერიის თანამშრომლები მის მამას ესაუბრნენ: „საროში მოხუცი მამა მყავს და ის უვლის დარბაზს, მითხრა რომ სამი–ოთხი კვირსწინ მერიის თანამშრომლები იყვნენ და დარბაზთან დაკავშირებით ესაუბრნენ. სიმართლე გითხრათ არ გვიფიქრია, დარბაზის მოწყობის შემთვევაში, გადავცემთ თუ არა მას მერიას. დავფიქრდებით“.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ მესხური ოდის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დაფინანსების თაობაზე ჯერ დონორთან მოლაპარაკებები არ დაუწყიათ: „როცა გვეცოდინება ვინ მოუვლის რეაბილიტირებულ დარბაზებს, მერე გადავწყვეტთ დაფინანსების საკითხსაც“.

საროში 30–მდე მესხური დარბაზისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. მაშინვე ცნობილი იყო, რომ სამუშაოებს მსოფლიო ბანკი დააფინანსებდა და სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯებოდა, სამუშაოები 2017 წელს უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის სექტემბერში დასრულდებოდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ 64 მესხური საცხოვრისია. მათი ნაწილი 48 ნასოფლარზე, ასევე მოქმედ სოფლებშია გაბნეული. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 30 მესხურ სახლს 2012–2017 წლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქედან 11 – ვარგავში, რვა – ზემო თმოგვში, ორი – საროში, სამი – ქუნცაში, ორი – ნიჯგორში, ერთი –ტოლოშში, ერთი კი თოკშია განთავსებული.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მესხური დარბაზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ახალციხის მერია სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციას იწყებს
სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]