FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.05.2018
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთი თვის წინ დაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა. ადგილობრივები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ.

თამარაშვილის ქუჩაზე ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა

ადგილობრივებმა, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე N5 ბინასთან, ტროტუარზე ბალახი გზის მოასფალტების დასრულებიდან, რამდენიმე კვირაში შეამჩნიეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

"ვუთხარი, ახალი ფენა გადააგეთ ან რამე დაასხით ეს მცენარეები რომ გახმნენ–მეთქი. ასფალტის დაგებიდან ერთ თვეში რომ ასეთი სიტუაციაა, მერე რა იქნება წარმოგვიდგენია", – აცხადებს ადგილობრივი.

ეზოში ასფალტი შპს "მესხეთავტოგზამ" დააგო. კომპანიამ სამუშაოები 2017 წლის შემოდგომით დაიწყო და წელს, აპრილის ბოლოს დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 61 502 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოთა მწარმოებლის, ფრიდონ ტატალაშვილის განმარტებით, დაზიანებულ მონაკვეთს ამოჭრიან და ახალ ასფალტს დააგებენ.

"გარდამავალი ობიექტი იყო. ეზო შემოდგომაზე შევავსეთ შებენით და ღორღით. შეიძლება რომელიმე მცენარის ფესვი შეყვა და ამოვიდა. ხვალ მაგ ადგილზე ამოვჭრით ასფალტს და ახალს დავაგებთ", – ამბობს ფრიდონ ტატალაშვილი.

ის, რომ ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა, იციან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მიღება–ჩაბარების აქტს ხელს მანამდე არ მოაწერენ, ვიდრე კომპანია ხარვეზს არ გამოასწორებს.

თამარაშვილის ქუჩაზე ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ასფალტს ხელახლა დააგებენ
რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგებისას საკანალიზაციო მილი დაზიანდა
ივლიტაში დაზიანებული ასფალტის აღდგენა დაიწყო
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
დღის მთავარი გამოშვება – 15 მაისი [Audio]
დასრულებული და დაწუნებული პროექტები ახალციხეში
მოსათიბი ტროტუარი ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე [Photo]