FM97.5 / LIVE

დასრულებული და დაწუნებული პროექტები ახალციხეში

მთავარიეკონომიკა 28.11.2014
ახალციხეში, 9 აპრილის, გვარამაძის, ასპინძის, თამარაშვილისა და ვარძიისა ქუჩებზე მოასფალტების სამუშაოები დასრულდა, მთაწმინდელის ქუჩაზე დამკვეთმა შესრულებული სამუშაოს ხარისხი დაიწუნა, რუსთაველის ქუჩაზე კი მშენებელი კომპანია ვადისგადაცილების გამო დაჯარიმდა.

დასრულებული და დაწუნებული პროექტები ახალციხეში

9 აპრილის ქუჩაზე, ეზოებში ასფალტს შპს „არალი“ აგებდა. სამუშაოებისთვის 250.000 ლარი გამოყო. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიღება–ჩაბარების ოქმი ფორმდება.

მოასფალტების სამუშაოები დასრულდა გვარამაძისა და ასპინძის ქუჩებზეც.

გვარამაძის ქუჩაზე, 173.000 ლარით, სამუშაოები შპს „მესხეთი ავტოგზამ“ შეასრულა. ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები კი 154.000 ლარით შპს „ოცხემ“ მოაასფალტა.

შპს „კენტავრი და კომპანია“ ასრულებდა სამუშაოებს თამარაშვილის, ვარძიისა და მთაწმინდელის ქუჩებზე. ვარძიის ჩიხის მოასფალტებისთვის 95.600 ლარი დაიხარჯა, თამარაშვილისა და მთაწმინდელის ქუჩებისთვის – 244.400 ლარი. თუმცა, სამუშაოები მხოლოდ ორ ქუჩაზე დასრულდა. დამკვეთმა მთაწმინდელის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოები დაიწუნა.

„აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებულია. ჩამოვიდნენ წარმომადგენლები და არ მოეწონათ. ხელახლა ამოთხარეს და ახალად აკეთებენ, წყალკანალის თანამშრომლები მუშაობენ მთაწმინდელის ქუჩაზე. ისეა გადათხრილი, წელს ვერ დავაგებთ ასფალტს, გაზაფხულისთვის გადაიდება“, – ამბობს ახალციხის მერიის ურბანული მოწყობის და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე.

მიმდინარე კვირაში სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. მათი განმარტებით, პროექტში ცვლილებები დასაბუთებული მიზეზების გამო მოხდა და მშენებელი კომპანია სავარაუდოდ არ დაჯარიმდება.

„ვერ ვიტყვი, რომ არასრულყოფილი იყო პროექტი, მაგრამ წყლის კომპანიასთან ერთად ხდება ცვლილება და ეს აყოვნებს კონკტრაქტორს“, – ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფონდის წარმომადგენელი ავთანდილ ჯაყელი.

შპს „კენტავრი და კომპანია“ სამუშაოებს რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ასრულებდა. კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა, რის გამოც 1.100 ლარით დაჯარიმდება.

„სანიაღვრე არხები გააკეთა, მაგრამ ცხაურების დარჩათ გასაკეთებელი, რამდენიმე დღეში დაამთავრეს. მაგრამ გადაცილებული დღეების გამო მაინც დაჯარიმდება“, – ამბობს გელვასი გელაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო
ახალციხეში სამ ქუჩაზე წყლის ცენტრალურ სისტემას ცვლიან
მთაწმინდელის ქუჩაზე დაზიანებული სადენის აღდგენა დაიწყეს
ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თამარაშვილის ქუჩაზე ახლადდაგებულ ასფალტზე ბალახი ამოვიდა
თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ასფალტს ხელახლა დააგებენ
გურამიშვილის ქუჩაზე სტადიონის მშენებლობა დასრულდა