FM97.5 / LIVE

წირაში დაცემული პირუტყვის სიკვდილის მიზეზი სამ დღეში დადგინდება

მთავარისაზოგადოება 13.06.2013
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დღეს დაცემული პირუტყვი დამარხეს და მიმდებარე ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარეს.

წირაში დაცემული პირუტყვის სიკვდილის მიზეზი სამ დღეში დადგინდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის არტურ ხინკოიანის თქმით დაცემული პირუტყვი შესაძლოა სოფლის მცოხვრებმა მიიყვანა აღნიშნულ ადგილზე და დაკლა.

”შესაძლოა ვინმემ დააგდო და თავი მოაჭრა, იმისთვის რომ არ გაგვერკვია ვის ეკუთვნის პირუტყვი”,-ამბობს ხინკოიანი.

პირუტყვის პატრონის დასადგენად სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში მოკვლევა უკვე დაწყებულია.

”მოსახლეობამ არ იცის პირუტყვი ვის ეკუთვნოდა. სოფლის რწმუნებული საქმის კურსშია, რომელიც პირუტყვის პატრონის ვინაობის დადგენაში დაგვეხმარება”,- განმარტავს ხინკოიანი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ ნიმუშად დაცემული პირუტყვის ტყავის ფრაგმენტი აიღეს, რომელიც ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

ხინკოიანის თქმით პირუტყვის სიკვდილის მიზეზი სამ დღეში დადგინდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახლციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ წირაში მკვდარი ძროხა იპოვეს
რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება