FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლის შენობის საქმის განხილვა დასრულდა

მთავარისიახლე, სამართალი 12.04.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმ საქმის განხილვა, რომელზეც აბასთუმნის სკოლის მესაკუთრე სკოლასა და ადიგენის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, დაასრულა.

აბასთუმნის სკოლის შენობის საქმის განხილვა დასრულდა

დღეს, 12 აპრილს გამართულ სხდომაზე, მხარეებმა ყველა მტკიცებულება გამოიკვლიეს.

ადიგენის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ 1991 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმებაზე პრეტენზია არ გააჩნიათ: „კი ბატონო, გაუქმდეს ხელშეკრულება, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ არ ვიცით. 2004 წლიდან სკოლები განათლების სამინისტროს გადაეცა და ახალი ხელშეკრულება რომც გაფორმდეს, არც მაშინ ვიქნებით შუაში“,– ამბობს ადიგენის მერიის იურისტი გიორგი ჩიხლაძე.

ენდელაძის სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებიან, აბასთუმნის სკოლის დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი: „სარჩელს არ ვეთანხმებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სკოლის შენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები ნამდვილად მოსაწესრიგებელია“,–განაცხადა სხდომაზე რესურსცენტრის იურისტმა გია დალალიშვილმა.

მოსარჩელე გენადი ენდელაძე ამბობს, რომ მას ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, სკოლის შენობის გაქირავება და თანხის მიღება სურს: „თუ ქირას არ გადამიხდიან, სამართლებრივად დოკუმენტები ისე მაინც მოაწესრიგონ, რომ სკოლაში რაღაცის გაფუჭების შემთხვვაში პასუხისმგებლობა მე არ დამაკისრონ. მაგალითად, შენობა ავარიულია და ვინმე რომ დაშავდეს, პასუხი მე არ უნდა მომთხოვონ“.
მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 პარილს 13:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ გენადი ენდელაძეს სასამართლოში სარჩელი გასულ წელსაც ჰქონდა შეტანილი. იგი შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოსახლებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნულზე მოსამართლეს გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან, ენდელაძემ სარჩელი უკან გაიხმო.

აბასთუმნის სკოლის ირგვლივ დავა წლებია მიმდინარეობს. გენადი ენდელაძემ შენობა, რომელშიც აბასთუმნის საჯარო სკოლა 1992 წლიდანაა განთავსებული 1991 წლამდე იყიდა. მაშინ აქ ყველ–კარაქის ქარხანა იყო. მოგვიანებით კი, როგორც თავად ამბობს, სოფლის და რაიონის მაშინდელი გამგებლების თხოვნით, შენობა სკოლას დაუთმო.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის
აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ
აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა
სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება
რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია
სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს