FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 27.11.2017
ადიგენში, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მესაკუთრემ, სარჩელი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამოსახლებას ითხოვდა, სასამართლოდან უკან გაიხმო.

აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა
გენადი ენდელაძე – მოსარჩელე


ამის შესახებ გადაწყვეტილება სოფელ აბასთუმნის სკოლის მესაკუთრემ გენადი ენდელაძემ დღეს, 27 ნოემბერს, სასამართლო სხდომაზე მიიღო.

პროცესი მოსამზადებელ ეტაპზე იყო გადადებული და დღევანდელ სხდომაზე მხარეებს უნდა ეცნობებინათ სასამართლოსთვის მათ შორის მორიგება შედგა თუ არა. გენადი ენდელაძე სკოლას ქირას სთხოვდა, თუმცა, როგორც სასამართლო პროცესზე სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა გია დალალიშვილმა განაცხადა, სასწავლებელი შენობაში დარჩენის სანაცვლოდ თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
„100 ლარსაც კი ვერ გადავიხდით, მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლომ“, – განაცხადა გია დალალიშვილმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გადასამოწმებლად სასამართლოში შესვენება გამოცხადდა. სკოლას სამინისტროსთან ხელახლა უნდა გაერკვია, თუნდაც მინიმალური თანხის გადახდა შესაძლებელი რამდენად იყო.

უარყოფითი პასუხის შემდეგ, სასამართლო დარბაზში ენდელაძის ადვოკატმა კახა მათოშვილმა განაცხადა, რომ მათ სარჩელის უკან გახმობის გადაწყვეტილება მიიღეს: „სარჩელს უკან გავიტანთ, თუმცა ჩვენი პირობა მოლაპარაკების შესახებ ისევ ძალაში იქნება“.

მოსამართლემ ადგილზე თათბირით გამოაცხადა, რომ სარჩელი განუხილველი დარჩა, ენდელაძეს კი გადახდილი ბაჟი 120 ლარი უკან დაუბრუნდება.

სხდომის დასრულების შემდეგ გენადი ენდელაძემ განაცხადა, რომ სკოლის ადმინისტრაციას შენობაში არაფრის გაკეთების უფლებას არ მისცემს, „შენობა თავზე დაემხობათ და იძულებულები იქნებიან გამოვიდნენ“.

შეკითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა მის სარჩელს, გვპასუხობს: „იმ შენობაში რომ რაღაცა უბედურება მოხდეს, მე ვერ დამაბრალებენ. ხელშკერულება მაინც გამიფორმონ. შენობაში უკანონოდ არიან შესული“.

ასევე შეკითხვაზე, რატომაა ამ თვალსაზრისით დღევანდელი სხდომა და ეს სარჩელი პრევენცია, გვპასუხობს: „მე სასამართლოში ყველაფერი ვთქვი. არ მინდა, რომ სოფელში სკოლა არ იყოს და ისინი გამოვყარო იქიდან. ახლა რომ სასამართლოს მათი გამოსახლების გადაწყვეტილება მიეღო, იმათი გამოყრა მე დამბრალდებოდა და ეს არ მინდა“.

ენდელაძის ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათი ტაქტიკაა: „იმედი გვაქვს, რომ მოლპარაკება შედგება“, – განაცხადა მათოშვილმა.

აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა
გიორგი დალალიშვილი და ქეთევან ობოლაშვილი – მოპასუხე მხარე

სკოლის წარმომადგენელმაც და სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმაც, სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს. მათოშვილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა მათ სასამართლოში სარჩელი ისევ შეიტანონ და თუ მოლაპარაკება ვერ შედგება, საჩივარს განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის სკოლის ირგვლივ დავა წლებია მიმდინარეობს. გენადი ენდელაძემ შენობა, რომელშიც აბასთუმნის საჯარო სკოლა 1992 წლიდანაა განთავსებული, 1991 წლამდე იყიდა. მაშინ აქ ყველ–კარაქის ქარხანა იყო. მოგვიანებით კი, როგორც თავად ამბობს, სოფლის და რაიონის მაშინდელი გამგებლების თხოვნით სკოლას დაუთმო.

სკოლა 2011 წლამდე გენადი ენდელაძის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული, 2011 წელს კი მან ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა ეს ასე მარტივად არ მომხდარა. ამავე წელს გენადი ენდელაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალი სსკ–ის 210 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებოდა. რაც ყალბი ზედნადების დამზადება–გამოყენებას გულისხმობდა. მისივე თქმთ, მას შემდეგ, რაც სკოლის შენობა დათმო, ციხიდან გამოუშვეს. მეორე დღესვე კი ადიგენის თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმებინეს. მოგვიანებით კი მასთან 10 ათას ლარზე ჯარიმა გააფორმეს და საქმე დაასრულეს.

ხელისუფლების სათავეში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გენადი ენდელაძემ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე დავა დაიწყო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სკოლა მას გადაეცა.

აბასთუმნის საჯარო სკოლაში ამჟამად 65 მოსწავლე სწავლობს და 25 პირია დასაქმებული.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ
აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის
აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
აბასთუმნის სკოლის შენობის საქმის განხილვა დასრულდა
სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება
სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო