FM97.5 / LIVE

სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 20.09.2017
ადიგენის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი მარეხი დათიაშვილი, სოფელ აბასთუმნის სკოლის შენობასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიზნესმენის გენადი ენდელაძის ბრალდებებს პასუხობს;

სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

ადიგენში სოფელ აბასთუმანში ადიგენის საგანმანათლებო რესურსცენტრის ყოფილ უფროსს მარეხი დათიაშვილსა და ადგილობრივ ბიზნესმენს გენადი ენდელაძეს შორის სკოლის შენობის საკითხთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება.

სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

დათიაშვილი აცხადებს, რომ გენადი ენდელაძე შეწირულის როლს თამაშობს და მისთვის სოფლის სკოლის ის შენობა, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, არავის ჩამოურთმევია: “აცხადებს, რომ თითქოს მე მქონდა რაღაც ინტერესი მის მიმართ და შენობა, რომელშიც ახლა სკოლაა, მას იძულებით დაათმობინეს. ეს სიცრუეა, პირიქით, მაშინ მე ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ სოფელში არსებული მცირეკონტიგენტიანი საბაზო სკოლა საჯარო სკოლად მექცია“.

სოფელ აბასთუმანში, ყოფილი ყველ–კარაქის ქარხნის შენობაში, რომელიც გენადი ენდელაძის საკუთრება იყო, საჯარო სკოლამ ფუნციონირება 2007 წელს დაიწყო. მანამდე სოფლის სკოლა გზის პირზე მდებარე ორსართულიან შენობაში იყო.

სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

დათიაშვილი ირწმუნება, რომ მაშინ გენადი ენდელაძეს ყველ–კარაქის ქარხნის შენობა სკოლის ყოფილ შენობაში გაუცვალეს: „ეს სიტყვიერად მოხდა. შენობა რომელშიც სკოლა იყო, კაპიტალურია, ყოფილი ყველ–კარაქის ქარხნის კედლები კი ნესტისგან შეჭმული“.

ენდელაძე კი აცხადებს, რომ ყოფილი ქარხნის შენობა მას იძულებით ჩამოართვეს და ეს მარეხი დათიაშვილის დამსახურებაა: „ეგ შენობა გადავეცი სკოლას უვადოდ, ქველმოქმედებას ვეწეოდი. დათიაშვილმა მოინდომა, რომ ჩემთვის ჩამოაერთმია და მითხრა, დაგიჭერ და მაინც დაგათმობინებო. დამიჭირეს და დამათმობინეს“.

სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

ბიზნესმენის თქმით, სკოლის ყოფილი შენობა ქარხნის შენობაში არავის გაუცვლია. იგი იმ ფაქტს, რომ ყოფილი სკოლის შენობა ახლა მისი საკუთრებაა ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ იყიდა.

„4 200 მანეთი გადავიხადე მაშინ, თვითმმართველობამ გაყიდა მალე, მაგედან სკოლა რომ გადავიდა და ვიყიდე. ქვითარიც არსებობს მაგის ძველ საქმეებში, რომ ფული ბიუჯეტში შევიტანე. ავარიული შენობაა, უნდა დავანგრიო, მანდ ვერაფერს გააკეთებ“, – ამბობს ენდელაძე.

სკოლის მაშინდელი შენობა რომ ენდელაძემ იყიდა, ამაზე იმ პერიოდში სოფლის გამგებელი ტრისტან ენდელაძეც საუბრობს: „ფული გადაიხადა მაგაში. რამდენი არ მახსოვს, მაგრამ იყიდა. თავიდან ის ყველ–კარაქის ქარხანა სკოლისთვის უსასყიდლოდ დათმო, მაგრამ მერე იმდენი ქნეს, სანამ არ ჩამოართვეს და ახლა უკან დაიბრუნა“.

გენადი ენდელაძეს სკოლის შენობა, ანუ ყოფილი ყველ–კარაქის ქარხანა, რომელშიც ახლა სკოლა ფუნცქიონირებს, 2011 წელ ჩამოართვეს. ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი საკუთრება სასამართლოს ძალით დაიბრუნა. ენდელაძე შენობაში ქირის გადახდას ითხოვს. ჯერ უცნობია განათლების სამინისტრო შენობაში ქირას გადაიხდის თუ არა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
აბასთუმნის სკოლის შენობის საქმის განხილვა დასრულდა
აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის
აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ
აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა
სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს
რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია