FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა მოკლე გზით სარგებლობას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2018
თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას მოკლე გზით, სადაც სარკინიგზო ხაზი გადის, მოძრაობა აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები კვლავ ამ გზით გადაადგილდებიან.

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა მოკლე გზით სარგებლობას ითხოვს

საქართველოს რკინიგზამ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს, ქალაქთან დამაკავშირებელი მოკლე გზით სარგებლობა აუკრძალა. უკვე ერთი თვეა რაც რკინიგზამ ახალციხე– ვალის დამაკავშირებელი ხაზის ორივე მხარეს მიწა ამოთხარა. თუმცა, ადგილობრივებმა ეს ადგილი გაასწორეს და კვლავ ამ გზაზე მოძრაობენ. პარალელურად მათ დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს.

„მოქალაქეების მომართვის საფუძველზე მივწერეთ რკინიგზას და ვთხოვეთ, რომ გადასასვლელის გაუქმების პროცესი შეეჩერებინათ, თუმცა, უარი მივიღეთ“, – ამბობენ ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რკინიგზის ადმინისტრაცია უარს მოსახლეობის უსაფრთხოებით ხსნის: „ეს იყო უკანონო გადასასვლელი, რომელიც აქამდე სამწუხაროდ არსებობდა. თუმცა, არ იყო დატვირთული ლიანდაგი და დემონტაჟის საჭიროებაც არ იდგა. ახლა ეს მონაკვეთი დაიტვირთება და მოძრაობა იქნება ინტენსიური, რაც გაზრდის რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოვუწოდებთ ყველას, რომ ისარგებლონ მხოლოდ კანონიერი გადასასვლელებით“.

რაც შეეხება იმას, რომ ადგილობრივები კვლავ ლიანდაგის გავლით გადაადგილდებიან, საქართველოს რკინიგზაში ამის შესახებ არ იციან: „ეს არ ვიცოდით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გამოვგზავნით და ხალხს კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ ამ გზაზე გადასვლა არ შეიძლება და ეს უკანონობაა“.

ის, რომ მოკლე გზით სარგებლობა უკანონოა, ადგილობრივებმაც იციან. ამიტომ საქართველოს რკინიგზისგან აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ნიშნების დაყენებას ითხოვენ: „თუ ჩვენ მოთხვონას არ დააკმაყოფილებენ, მაშინ საპროტესტო აქციებს გავმართავთ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]
გათიშული შუქნიშანი და წაშლილი ‘ზებრა’ – თამარაშვილის ქუჩაზე მოსწავლეებს გზაზე გადასვლა უჭირთ
თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე თვეზე მეტია შუქნიშანი გათიშულია
თამარაშვილის ქუჩაზე მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]
მესხეთის ქუჩაზე ‘მწოლიარე პოლიციელის’ განთავსებას ითხოვენ