FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.03.2018
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 14–მდე ოჯახი რკინიგზის ლიანდაგზე გამავალი მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს.

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

მესამე დღეა თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი ერთ–ერთი გზა, სადაც ახალციხე– ვალის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი გადის, გადაკეტილია. ლიანდაგების ორივე მხარეს მიწაა ამოთხრილი და მანქანები ვერ გადადიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 12 წელია ამ გზით სარგებლობდნენ და აქამდე პრობლემა არ შექმნიათ.

„ერთი კვირის წინ საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი მოვიდა და გაგვაფრთხილა, ამ გზით აღარ ისარგებლოთო. 12 მარტს კი მიწა ამოთხარეს და ძველი „შპალები“ დაყარეს“, – ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები რომან მამასახლისი.

„მოხუცები და ბავშვები გვყავს, როგორ მოვიქცეთ?! სახანძროს და სასწრაფოს მანქანებიც აქედან შემოდის. 12 წელია ამ გზით ვსარგებლობთ, მე თვითონ ვიყავი ჩასული რკინიგზის დეპარტამენტში და გვითხრეს, რომ შეგვეძლო ამ გზით სარგებლობა, ახლა რა შეიცვალა არ ვიცი“, – ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები უშანგი ნათენაძე.

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

მისივე თქმით, აღნიშნული გზით თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლების გარდა სოფლების: სვირის, ბოგისა და ტატანისის მოსახლეობაც სარგებლობს: „თივით დატვირთული მანქანები ხიდის ქვეშ ვერ ეტევიან და ამ გზით სარგებლობენ. მაღალი ძაბვა რომ გაყავთ, მათი მანქანებიც აქედან დადიან. როგორ შეიძლება ადგე და ეს გზა ჩაკეტო, ჩვენთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დასახლებამდე მისასვლელი მეორე გზაც არსებობს, მაგრამ, მოუწესრიგებელია, – გრუნტის გზაა და მოხრეშილიც არ არის, რის გამოც მსუბუქი მანქანებისთვის გადაადგილება რთულია. აღნიშნული გზა ხელოვნურ ტყეზე გადის, რომლის სიგრძე დაახლოებით ორი კილომეტრია.

„სვირის გზაზე უნდა წახვიდე, ხიდში გაძვრე და იქიდან ჩამოუხვიო, ტყე უნდა გამოიარო. ამ გზაზე მარტო ორხიდიანი მანქანები დადიან და წვიმის დროს მათაც უჭირთ გადაადგილება“, – ამბობენ ადგილობრივები.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ თამარაშვლის ქუჩის მცხოვრებლები აქამდე მოკლე გზით უკანონოდ სარგებლობდნენ. ახლა მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ, რადგან სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია იწყება, შესაბამისად, იმოძრავებს მატარებელიც.

„ჩვენთვის აქტუალური გახდა ტვირთების გადაზიდვის საკითხი. ვალის სარკინიგზო სადგურიც უნდა გაკეთდეს. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სარკინიგზო ხაზის რეაბლიტაცია. სამომავლოდ მოსახლეობა ამ გზით ვეღარ ისარგებლებს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

უწყების განმარტებით აღნიშნული ტერიტორია ახალციხეს ეკუთვნის. მომავალში თუ ქალაქის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ეს გზა აღდგეს, თვითმმართველობასთან მოლაპარაკებები დაიწყება.

„ეს უკვე მერიის და რკინიგზის შეთანხმების საკითხი იქნება. ქალაქის ხელმძღვანელობა თუ გადაწყვეტს ამ გზის დატოვებას, რკინიგზაც ვალდებული იქნება დადგას ნიშნები უსაფრთხო გადაადგილებისთვის“, – განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

ადგილობრივებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართეს წერილობით. განცხადებას ხელს 14 ოჯახი აწერს.

„მოსახლეობისგან შემოსული წერილი შევისწავლეთ. ვამზადებთ შუამდგომლობის წერილს რკინიგზის დეპარტამენტთან“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე განმარტებით, ორკილომეტრიან გზას, რომელითაც მოსახლეობა შეძლებს დასახლებამდე მისვლას, წელს მოხრეშავენ.

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლოება მოკლე გზით ვეღარ ისარგებლებს [Photo]


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა მოკლე გზით სარგებლობას ითხოვს
თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
'საქართველოს რკინიგზა'  ბიზნესს საავტომობილო გზავნილების სარკინიგზო გზით გადაზიდვას სთავაზობს®

ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს [R]
ლიანდაგი მატარებლის გარეშე
ახალციხეში ხანძრის შედეგად რკინიგზის ‘შპალები’ დაიწვა [ფოტო]