FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 16.08.2017
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე N5 და N7 კორპუსების მაცხოვრებლები ეზოს კეთილმოწყობას ითხოვენ. ადგილობრივებმა ახალციხის მერიას წერილობითაც მიმართეს.

თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ

თამარაშვილის ქუჩაზე ორ სამსართულიან კორპუსში დაახლოებით 60 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 წელზე მეტია ეზოში არაფერი გაკეთებულა, ის ასფალტი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ დააგეს, დაზიანებულია. გასულ წელს სასმელი წყლის სისტემის შეცვლის შემდეგ კი ეზოში გადაადგილება უფრო გართულდა, განსკუთრებით მძიმე მდგომარეობა წვიმის დროს არის.

აღნიშნული საკითხი თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, 2017 წლის ბიუეჯტის დაგეგმვის დროს ითხოვეს.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე N5 და N7 კორპუსების ეზოს მოწესრიგება მიმდინარე წელს იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია.

„ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის, მაგრამ წელს აუცილებლად გაკეთდება. არჩევნები ამას ხელს არ შეუშლის, ჩასმულია მისი რეაბილიტაცია“, – განაცხადეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე განმარტებით, რამდენი ლარი დაიხარჯება აღნიშნული კორპუსების ეზოს მოსაწყობად ამ ეტაპზე უცნობია,რადგან ჯერ სატენდერო დოკუმენტაცია მზად არ არის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე კორპუსების ფასადების შეკეთება იწყება
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ასფალტს ხელახლა დააგებენ
ახალციხის სამ ქუჩაზე წყლის შემკრები და სანიაღვრე არხები გაკეთდება
ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე ორი კორპუსის ეზო მოასფალტდება