FM97.5 / LIVE

ვის მოუხდა თავის მართლება გამგეობის ტრადიციულ თათბირზე

მთავარიპოლიტიკა 11.06.2013
რატომ დაიბარეს დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თათბირზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, იმ 600 სული პირუტყვის გამო, რომელიც ბრუცელოზითაა დაავადებული

ვის მოუხდა თავის მართლება გამგეობის ტრადიციულ თათბირზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვის ნაწილი უკვე მთაში წაიყვანეს. ამის შესახებ გამგეობაში ტრადიციულ თათბირზე სოფელი ელიაწმინდის რწმუნებულმა სოსო კაპანაძემ განაცხადა.

- ”ერთ თვეზე მეტია დარჩენილი საქონლის აცრას ვითხოვთ. მოსახლეობამ პირუტყვი უკვე მთაში გარეკა. საქონლის ნაწილი, რომელიც უკვე მთაშია შეუმოწმებელი დარჩება, ან მოსახლეობამ საკუთარი ხარჯით უნდა აცრას”,-ამბობს კაპანაძე.

ოთხ თვეზე მეტია რაც სოფელ ანში საქონელი ბრუცელოზით დაავადდა. 100 სული საქონელი მაშინავე შემოწმდა. 600-მდე პირუტყვის მდგომარეობა კი ამ დრომდე გაურკვეველია.

დარჩენილი პირუტყვის შესამოწმებლად გარკევული თანხა იყო საჭირო, რისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”მერსი ქორფსსა” და ვეტერინარულ ლაბორატორიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რის თანახმადაც აღნიშნული თანხა ”მერსი ქორფსმა” უნდა გამოყოს.

”მერსი ქორფში” აცხადებენ, რომ მათი მხრიდან დოკუმენტაციის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია.

”ველოდებით როდის გადმოგვიგზავნის ლაბორატორია მონაცემებს იმის შესახებ თუ რამდენ პირუტყვს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომ თანხა ჩავურიცხოთ. ჩვენი მხრიდან ყველა საკითხი მოგვარებულია”, - ამბობს ”მერსი ქორფსის” წარმომადგენელი ნინო ლომიძე.

იმის გასარკვევად თუ რატომ ჭიანურდება დარჩენილი პირუტყვის შემოწმების პროცესი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური დაიბარა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ ბექაურს პროცესის გაჭიანურების გამო უსაყვედურა და დაინტერესდა თუ რატომ არ იწყება დარჩენილი 600-მდე პირუტყვის აცრა.

როგორც ბექაურმა განმარტა ის სამსახურის ხელმძღვანელობას ელოდება: ”მათი ჩამოსვლის შემდეგაც ”მერსი ქორფსსა” და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს შორის მემორანდუმი უნდა გაფორმდეს. თანხაც ამის შემდეგ ჩაირიცხება”.

ბექაურმა თავის მართლება, იმის შესახებ თუ რატომ არ მოხდა ამ ხნის განმავლობაში პირუტყვის აცრა და გამოკვლევა, ასე სცადა: ”იმისთვის, რომ დარჩენილი საქონელი ავცრათ ტენდერის გამოცხადებასაც ვაპირებთ”.

ტენდერის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს ახალცხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე: ”რა საჭიროა ტენდერის გამოცხადება, მაშინ როცა ”მერსი ქორფსი” მზად არის აღნიშნულ სამსახურს იმ რაოდენობის თანხა ჩაურიცხოს რაც საჭირო იქნება?!ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანიც მიხვდება, რომ საეჭვოდ იქცევიან”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვს.

- ”ბექაური გაურკვევლად გველაპარეკება. როგორც ჩანს არ უნდა რომ თავის ხელმძღვანელობას შეგვახვედროს, თითქოს ზეწოლის ქვეშაა”, - ამბობს ჟუჟუნაძე.

ჟუჟუნაძის თქმით თუ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობასთანაც ვერ მოხდა შეთანხმება, მაშინ ადგილობრივი გამგეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდება.

იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ ხნის განმავლობაში 600 პირუტყვის აცრა, ”სამხრეთის კარიბჭე” გუშინ დაინტერესდა, როგორც სატელეფონო საუბარში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ვერიკო გულუამ განაცხადა, ამ დორისთვის ანალიზების ჩასატარებლად ფორმალური მხარეები წესრიგდება. სურსათის უვნებლობის სამსახური ხელშეკრულებას აფორმებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მერსი ქორფსთან”, რომელიც დაავადებული პირუტყვის ანალიზისათვის ფინანსურ ხარჯებს დაფარავს.

- ”მას შემდეგ რაც ჩვენსა და ”მერსი ქორფს” შორის ხელშეკრულება გაფორმდება, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იკისრებს ვალდებულბას გადაუხადოს ანალიზისათვის საჭირო თანხის რაოდენობა ვეტერინარულ ლაბორატორიას”, - ამბობს გულუა.

მისი თქმით, დოკუმენტაციის მოწესრიგებას რამდენიმე დღე დასჭირდება და ამის შემდეგ ანში საქონლის გამოკვლევა დაიწყება.

როდის დაიწყება დაავადებული პირუტყვის აცრა ”სამხრეთის კარიბჭე” უახლოეს დღებში შეგატყობინებთ. კვლავ დროში გაჭიანურების შემთხვევაში კი, როგორც დღეს თათბირზე გამგეობის თანამშრომლებმა განაცხადეს, ”შესაძლოა ვინმეს სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”.

[მანანა სარაშვილი, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი
შემოწმდება თუ არა საქონელი ბრუცელოზზე სოფელ ანში
წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სოფელ ანში ბრუცელოზი კიდევ შვიდ ძროხას აღმოაჩნდა
სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს