FM97.5 / LIVE

ახალციხელი მძლეოსნები პარიზიდან დაბრუნდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.04.2018
ახალციხელი მძლეოსნები პარიზში, ელისეის მინდვრებზე გამართულ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე, 25 ქვეყანას შორის მე–19 ადგილზე გავიდნენ.

ახალციხელი მძლეოსნები პარიზიდან დაბრუნდნენ

სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ორი გუნდი გაემგზავრა, გოგონების გუნდი ახალციხის მესამე საჯარო სკოლიდან და N120–ე სკოლის ვაჟთა გუნდი თბილისიდან.

შეჯიბრი ოთხ აპრილს პარიზში, ელისეის მინდვრებზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 25 ქვეყნის გუნდმა მიიღო. მე–19 ადგილზე გოგონები, ხოლო მე–13 ადგილზე ბიჭები გავიდნენ. ჩემპიონატში მსოფლიო პირველობა მაროკომ მოიპოვა, გოგონებშიც და ვაჟებშიც.

„მეტიც შეგვეძლო, მაგრამ გოგონები ცოტა დაძაბულები იყვნენ. 4 125 მეტრი ირბინეს, ჩვენი გუნდიდან პირველი 17 წუთსა და 31–ე წამზე მივიდა ფინიშთან“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული განყოფილების სპეციალისტი გელა ძამუნაშვილი.

მისი თქმით, შეჯიბრის შემდეგ გუნდის წევრებმა პარიზში ისტორიული ძეგლები და მუზეუმები დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში მძლეოსანი გოგონების გუნდი სამი წლის წინ შეიქმნა. გოგონებმა საქართველოს ჩემპიონობა 2017 წელს მოიპოვა.

ახალციხელი მძლეოსნები პარიზიდან დაბრუნდნენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი გოგონები პარიზში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან [Video]
გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მერიის გუნდმა მოიპვა
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
ტოლოშის სკოლის გოგონათა  გუნდი გარბენში საქართველოს ჩემპიონი გახდა
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის გუნდმა მოიპოვა