FM97.5 / LIVE

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ახალს გაიყვანენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.04.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადიგენში, მეწყერის გამო, სოფელ დერცელთან და კიკიბოსთან მისასვლელად ახალი გზის დაპროექტებას იწყებს.

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ახალს გაიყვანენ

დამეწყრილ ტერიტორიაზე, გეოლოგიური კვლევის პარალელურად ალტერნატიული გზის პროექტსაც ადგენენ. ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფელ დერცელის მიმდებარე ტერიტორია უკვე შეისწავლეს.

„ეს გზა მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, სოფლებს უჭირთ ცენტრთან მიმოსვლა, ამიტომ გუბერნატორმა საავტომობილო გზების დეპარტამენს სთხოვა ახალი გზის დაპროექტება“, – ამბობს ადიგენის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

მისი თქმით, ახალი გზა, სავარაუდოდ, დამეწყრილი გზის მარჯვენა მხარეს გაივლის: „ზუსტი მდებარეობა დაპროექტების შემდეგ გვეცოდინება, ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. ამ პროცესში გეოლოგებიც ჩერთვებიან“.

ადიგენის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დათვლილი არ არის, თუ რა დაჯდება ახალი გზის მშენებლობა: „არც ისაა გადაწყვეტილი თუ საიდან მოხდება თანხის გამოყოფა პროექტის განსახორციელებლად“.

ადიგენში სოფელ დერცელიდან სამ კილომეტრში მეწყერული პროცესების განვითარება 26 მარტიდან დაიწყო. გზაზე გაჩენილი ნაპრალები ადგილობრივებმა პირველად ამ დღეს შენიშნეს. 29 მარტის დილათ კი, გზა ჩავარდა და ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. უკვე მეხუთე დღეა, დერცელისა და კიკობოს მცხოვრებლები მუნიციპალიტეტის ცენტრთან დასაკავშირებლად დამეწყრილ მონაკვეთზე ფეხით გადადიან.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო
ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ