FM97.5 / LIVE

ახალციხეში არჩევნების შედეგებს აჯამებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.06.2013
როგორ დასრულდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები; რამდენად გააქტიურდა დღის მეორე ნახევარში ამომრჩეველი და ჰქონდა თუ არა ადგილი დარღვევებს

ახალციხეში არჩევნების შედეგებს აჯამებენ

ახალციხის ხუთ სკოლაში არჩევნების შედეგები უკვე შეაჯამეს.

როგორც ”სამხრეთის კარიბჭეს” პირველ, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 სკოლებში განუცხადეს ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები დარღვევების გარეშე დასრულდა. შესაბამისად, აღნიშნულ სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრების ვინაობაც ცნობილია.

პირველ სკოლაში 982 მშობელიდან 134 გამოცხადდა, 72 მასწავლებლიდან კი 42;

მე-6 სკოლაში სულ რეგისტრირებული 130 ამომრჩევლიდან 109 მშობელმა და 21-მა პედაგოგმა მისცა ხმა.

მე-2 სკოლაში არჩევნებზე მხოლოდ 2 პედაგოგი არ მივიდა. აქ 48 მასწავლებლიდან საკუთარი არჩევანი 46-მა დააფიქსირა. 347 მშობელიდან 116 გამოცხადდა.

მე-3 სკოლაში დღეს არჩევნებზე 62 პედაგოგიდან 56 მივიდა. რაც შეეხება მშობლებს ხმა დაახლოებით 217-მა მშობელმა მისცა.

მე-5 სკოლაში 1 134 მშობელიდან 290 გამოცხადდა. 90 პედაგოგიდან კი 64-მა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

ამავე სკოლის პედაგოგი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია თათეშვილი ამომრჩეველთა სიმცირეს არჩევნებისათვის მოსამზადებელი პერიოდის სიმცირით ხსნის: ”გვიან გავიგეთ არჩევნების შესახებ და მოსამზადებლად სულ 2 კვირა გვქონდა”.

დღეს სამეურვეო საბჭოს არჩევნები ახალციხის მუნიციპალიტეტში მხოლოდ კერძო სკოლაში (”მზექა”) არ ჩატარებულა.

- ”კერძო სკოლებში სამეურვეო საბჭო არ არსებობს. საერთოდ სამეურვეო საბჭო უფრო ორიენტირებულია დირექტორის არჩევაზე, კერძო სკოლებში კი დირექტორების არჩევა სამეურვეო საბჭოს საშუალებით არ ხდება”, - ამობს ”მზექას” დირექტორი ბელა კაპანაძე.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დიანა ინასარიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ახალციხეში არჩევნების შედეგებს აჯამებენ

[თამუნა უჩიძე, ნუკა სტეფნაძე - ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე აქტივობა დაბალია
სამ სკოლაში ხმის მიცემა დასრულდა
17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს ირჩევენ
დარღვევები და დამკვირვებლები
სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო