FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე აქტივობა დაბალია

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლაში ამ დროისთვის ამომრჩევლები პასიურობენ.

ახალციხეში სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე აქტივობა დაბალია
პირველ საჯარო სკოლაში 12:00 საათისთვის 982 მშობლიდან 103 გამოცხადდა, 72 მასწავლებლიდან კი 16.

- ”ვერ ვიტყვით, რომ ამომრჩეველი აქტიურია. ვფიქრობ, შუადღის მერე აქტივობა კიდევ უფრო შემცირდება”, - ამბობს ამავე სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციცინო თათენაშვილი.

ნაკლებად აქტიურობს ამომრჩეველი მე-6 საჯარო სკოლაშიც. აქ 197 მშობლიდან ჯერ საკუთარი არჩევანი მხოლოდ 43-მა დააფიქსირა. 24 მასწავლებლიდან ხმის მისაცემად 9 მივიდა.

მე-5 საჯარო სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია თათეშვილის თქმით, ამ დროისთვის აქტივობა მათ სკოლაშიც არც თუ ისე მაღალია: ”89 მშობელი და 20 მასწავლებელი მოვიდა”.

აღნიშნულ სკოლაში სულ 1 134 ამომრჩეველია.

მე-3 საჯარო სკოლაში 12 საათისთვის არჩევნებზე 80 მშობელი და 27 მასწავლებელი გამოცხადდა.

მე-2 საჯარო სკოლაში, 3000-მდე მშობლიდან ხმა 48-მ მისცა. ამავე სკოლაში საკუთარი არჩევანი 25-მა მასწვლებელმა დააფიქსირა.

- ”ყველა მშობელი გაფრთხილებული გვყავს და მაღალ აქტივობას ველოდებით, ვფიქრობთ, ბევრი მოვა”, - გვითხრა მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ზედგინიძემ.

მიუხედავად ქალაქის სკოლებში ამომრჩეველთა ნაკლები აქტიურობისა
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ამომრჩეველი ქალაქის სკოლებში უფრო აქტიურია, ვიდრე სოფლის სკოლებში.

- ”ალბათ სოფლებში აქტივობა შუადღის შემდეგ გაიზრდება”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე.

საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და 16:00 საათზე დაიხურება.

ახალციხეში სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე აქტივობა დაბალია

[თამუნა უჩიძე, ნუკა სტეფნაძე - ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამ სკოლაში ხმის მიცემა დასრულდა
ახალციხეში არჩევნების შედეგებს აჯამებენ
დარღვევები და დამკვირვებლები
12:00 საათისთვის ბორჯომში ამომრჩეველთა აქტივობა 18,2%–ია
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს ირჩევენ
ამომრჩევლის აქტივობა  სამცხე–ჯავახეთში 12:00 საათისთვის