FM97.5 / LIVE

დარღვევები და დამკვირვებლები

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.06.2013
აკვირდებიან თუ არა ახალციხის მუნიციპალიტეტში სამეურვეო საბჭოს არჩევნებს სამინისტროსა და რესურსცენტრის წარმომდგენლები და დაფიქსირდა თუ არა დარღვევები

დარღვევები და დამკვირვებლები
13:30 საათის მონაცემებით ახალციხის ხუთ საჯარო სკოლაში არც საგანმანათლებლო რესურსცენტრის და არც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები საარჩევნო უბნებს არ აკვირდებოდნენ.

როგორც ”სამხრეთის კარიბჭეს” პირველ, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 სკოლებში განუცხადეს, ამ დრომდე ვითარებით სამინისტროს და რესურსცენტრის წარმომადგენლები არ დაინტერესებულან.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დიანა ინასარიძის განცხადებით, მათი წარმომადგენლები უბნებზე უკვე გასულები არიან და ვითარებას თითქმის ყველა სკოლაში პირადად ეცნობიან.

- ”განათლების სამინისტროს დამკვირვებლები, როგორც ვიცი, ახალციხის მე-4 საჯარო სკოლაში, საბარგო სადგურზე არიან. ჩემი ინფორმაციით სკოლა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს, თორემ აქ ძალიან მცირე კონტიგენტია, სულ 43 ამომრჩეველი უნდა მივიდეს”, - ამბობს ინასარიძე.

ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უმნიშვნელო დაღვევა მხოლოდ მე-3 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა: ორმა მშობელმა ბიულეტენი შეცდომით, მასწავლებლებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ყუთში ჩააგდო.

მე-3 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს კომიისის თავჯდომარის მადონა კბილაშვილის თქმით, მშობლებისთვის არჩევნების შესახებ კრება წინასწარ ჩატარდა: ”ყველას გავაცანით ინფორმაცია პროცედურებისა და კანდიდატების შესახებ”.

ინასარიძის განცხადებით, დარღვევები არც სოფლებში ფიქსირდება. მისივე თქმით, შუადღის შემდეგ არჩევნებზე აქტივობამ იკლო.

საარჩევნო უბნები 16:00 საათზე დაიხურება.

[თამუნა უჩიძე, ნუკა სტეფნაძე - ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე აქტივობა დაბალია
ახალციხეში არჩევნების შედეგებს აჯამებენ
სამ სკოლაში ხმის მიცემა დასრულდა
ახალციხის მეხუთე სკოლაში განათლების სამინისტროს  წარმომადგენლები იმყოფებიან
მოხეს სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ