FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია: თავმჯდომარის იმპიჩმენტი ხელფასების საკითხს არ უკავშირდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 28.03.2018
ბორჯომის საკრებულოს ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს არ დაესწრნენ, ამბობენ, რომ ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების საფუძველი ხელფასების გამო შექმნილი კრიზისი არ გამხდარა.

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია: თავმჯდომარის იმპიჩმენტი ხელფასების საკითხს არ უკავშირდება

დეპუტატების განცხადებით, მათი დღევანდელი ბოიკოტის მიზანი მოსალოდნელი ინცინდენტების თავიდან აცილება იყო: "მივეცით საშუალება მშვიდად მიეღოთ გადაწყვტილება, არ გვინდოდა რამე დაპირისპირება მომხდარიყო".

ისინი ამბობენ, რომ რეალურად დღეს დადასტურდა "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური ქორწინება: "იმპიჩმენტის რეალური მიზეზი ხელფასების საკითხი არ იყო. რეალურად, "ოცნებამ" ვერ აიტანა ოპოზიციონერი დეპუტატი თავმჯდომარის პოზიციაზე".



მათივე განცხადებით, ვინც არ უნდა დასახელდეს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, ის ყველა შემთხვევაში იქნება ოცნების კადრი და არა ოპოზიციის: "მიზეზი ძალიან მარტივია, ნათლად გამოჩნდა, რომ ექვსი "პატრიოტი" წავიდა ზაზას წინააღმდეგ, უმრავლესობა "ოცნებას" ჰქონდა და ამიტომ კანდიდატად ის უნდა დააყენონ, ვინც მათ უნდათ".

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს "ქართული ოცნების" 13–მა და "პატრიოტთა ალიანსის" 6–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა (13 "ოცნებიდან", 8 "პატრიოტებიდან") და საკითხი გავიდა 19 ხმით, 2–ის წინააღმდეგ. იმპიჩმენტს არ დაეთანხმა "პატრიოტთა ალიანსის" ორი დეპუტატი: ვიოლეტა ბალახაშვილი და ფირან გოგიჩაიშვილი.

დეპუტატები ამბობენ, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ იმ სხდომასაც, რომელზეც თავმჯდომარის არჩევის საკითხს დააყენებენ.



ისინი ირწმუნებიან, რომ ყველა წვრილმანს და დეტალს გაასაჯაროვებენ, რაც მომავალში ბორჯომის საკრებულოს სხდომებზე მოხდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ მოადგილის კანდიდატურა განიხილება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ხელისუფლებამ ბორჯომში ოპოზიციონერი თავმჯდომარე გადააყენა [Video]
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილედ "ოცნების" წევრი წარადგინა