FM97.5 / LIVE

ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.03.2018
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ვალეში, კათოლიკე მრევლმა ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია იმ სამლოცველოდან დაიწყო, რომელთანაც კათოლიკური რელიკვიები დაწვეს.

ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]

25 მარტს, 12:00 საათზე, ვალის კათოლიკე მრევლი, მსვლელობის დასაწყებად წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან შეიკრიბა.
ადგილობრივების განმარტებით, წლების განმავლობაში, კათოლიკეები მსვლელობას სოფელში მდებარე იმ სამლოცველოდან იწყებდნენ, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ნანგრევებზეა აშენებული, თუმცა 12 მარტს მომხდარი ფაქტის შემდეგ, გადაწყვიტეს მსვლელობა წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოდან დაეწყოთ და ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკურ ტაძრამდე გაეგრძელებინათ.

სადღესასწაულო ლიტურგია ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ტაძრის წინამძღვარმა მიხეილ სურმავამ დაიწყო – "კათოლიკეები, ვართ უმცირესობაში, მაგრამ ამით არ უნდა შევშფოთდეთ. ჩვენ ვართ, ვარსებობთ ვალეში. გისურვებთ, რომ ეს სიმბოლური პროცესია, ამ ეკლესიიდან, იყოს ნიშანი ქრისტიანობის ერთიანობისა და სიყვარულისა ერთმანეთის მიმართ".



მსვლელობის შემდეგ, წინამძღვარმა მორწმუნეების მიერ მიტანილი ბზის ტოტები აკურთხა და წესისამებრ, წირვა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს სამლოცველოს გვერდით, 12 მარტს, საღამოს, კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს. სოფელში 600–მდე კომლი ცხოვორობს. მათი ნაწილი კათოლიკეა, ნაწილი კი მართლმადიდებელი. ამ სალოცავში ადგილობრივების მიერ მიტანილი რელიგიური სიწმინდეებია, როგორც კათოლიკური, ასევე მართლმადიდებლური. სალოცავში ორივე კონფესიის წარმომადგენლები დადიან.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არასდროს ყოფილა და არც ეს სალოცავი გამხდარა როდესმე დავის მიზეზი.

მომხდარს სამართალდამცველები რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით იძიებენ.

ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]

ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]

ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]

ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]

ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს