FM97.5 / LIVE

ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.03.2018
ქართველ მუსლიმთა კავშირი, ვალეში, წმინდა ნინოს სახელობის სალოცავთან, კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტს ეხმაურება.

ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ვალეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ, განცხადებას ავრცელებს:

"ქართველი მუსლიმების სახელით ვგმობთ 2018 წლის 12 მარტს ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტს, კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის თაობაზე.

ვფიქრობთ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და ამავე დროს დიდი სიმდიდრე. მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე ფორმით ხელყოფა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავალის განადგურებას და სამშობლოსადმი ღალატს.
მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. ხელისუფლების და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დროული მოქმედება და დროული სამართლებრივი შეფასება ერთისმხრივ ხელს შეიწყობს სამართლინობის აღდგენას და მეორესმხრივ საუკეთესო გამოსავალი იქნება მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.

ვფიქრობთ სხვადასხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ღიად და კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ფაქტი და შესაბამისი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით იძიებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
NGO-ები:  'შესაძლოა ვალეში მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იყოს'
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმე ისევ გამოუძიებელია
ევანგელური ეკლესია კათოლიკეებს რელიკვიების დაწვის გამო სოლიდარობას უცხადებს
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი