FM97.5 / LIVE

ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.03.2018
ხერთვისის ციხის ვიზიტორებს კომპლექსამდე მისასვლელად ქვა-ღორღიან აღმართზე ასვლა აღარ მოუწევთ. ახლა აქ ბეტონის გზა, კომფორტული საფეხმავლო ბილიკი, გამწვანება და განათებაა.

ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]

ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა, დასრულდა. აღდგა ცენტრალური კარიბჭე, მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, ადმინიტრაციის ოფისი და საფეხმავლო ბილიკები.კომპლექსის მიმდებარედ გაკეთდა პარკინგი და სველი წერტილებიც.

კომპანია „არქიტექსის“ არქიტექტორი გიორგი თეზელაშვილი ამბობს, რომ სარეაბლიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამ ეტაპზე ხერთვისის ციხის ტერიტორიას ასუფთავებენ.


ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]
შესასვლელი კარიბჭე


„მთლიანად იყო დაზიანებული კარიბჭე და აღდგა. ასევე, გავაკეთეთ ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციის შენობა, გაკეთდა კაფე. ციხის ტერიტორიაზე შემოვიყვანეთ წყალი, დავამონტაჟეთ წყლის გამწმენდი კოლექტორი და გარეგანათება. ვფიქრობთ, აქ მოსულ დამთვალიერებელს სასიამოვნო გარემო დახვდება“.

ხერთვისელების ნაწილმა დამთვალიერებლებისთვის კაფის და მაღაზიის მშენებლობა უკვე დაიწყო.

„ძალიან კარგია რეაბილიტაცია რომ ჩაუტარდა, ხშირად ჩვენი სახლის წინ ქვები ცვიოდა. ძალიან გალამაზდა, მარტო ტურისტებისთვის კი არა ჩვენთვისაც სასიამოვნოა. პერსპექტიული ადგილი გახდა“, – ამბობს ხერთვისელი მარიკა პაპიძე.



ხერთვისის ციხის კომპლექსის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოწყობა, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან, ხერთვისი, ვარძიის მონასტერთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.


ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]
ციხის მახლობლად შეკეთდა ადგილობრივების ღობეებიც


ხერთვისის ციხე (X – XVIII სს.) საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. ის მდებარეობს სოფელ ხერთვისში ზღვის დონიდან 1126 მეტრზე. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული.

ხერთვისის ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. ციტადელი კლდის ვიწრო თხემს მიუყვება და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან საკმაოდ მიუდგომელია. ციტადელის შიდა ტერიტორია ბურჯებიანი ზღუდითაა შემოვლებული და რამდენიმე მონაკვეთად იყოფა. ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. სამხრეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთიდან ციხეს აკრავს გალავანი, ჩრდილო-დასავლეთით კი არის წყალზე ჩასასვლელი გვირაბი.


ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]
განახლებული ტერიტორია


ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]
მოსაცდელი


[ტექსტი: თინათინ ზაზაძე
ვიდეო: გიორგი ლონდარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება
ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 138 948 ლარი დაიხარჯება
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა