FM97.5 / LIVE

ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.03.2017
ასპინძაში, ხერთვისის ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1 770 973 ლარია.

ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ხერთვისის ციხის კომპლექსის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი, სამუშაოების შესრულებაზე, მიმდინარე წლის 10 მარტს აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 10 აპრილს სრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დაასრულოს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს:

ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხის მიმდებარედ, ასპინძა-ვარძიის ავტომაგისტრალზე ავტოპარკინგის მოწყობას - ორი სამგზავრო ავტობუსისა და ხუთი ავტომანქანისათვის, იქვე ტერიტორიზე მოეწყობა გამწვანებული კუთხე მოსასვენებელი სკამებითა და გარე განათებით, საპირფარეშო (3 წერტილი, მათ შორის უნარშეზღუდულებისათვის) კანალიზაციის სათანადო გამწმენდით;

ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდებასაფეხმავლო გზის მოწესრიგება-მოწყობას ავტოპარკინგიდან ქვედაციხის კარიბჭის შესასვლელამდე - გათვალისწინებულია გზის საფარის მოწყობა გარემოსთან თავსებადი, კომბინირებული გადაწყვეტით, სხვადასხვა მონაკვეთებში ბეტონის საფარის, ბუნებრივი ნატეხი ქვით მოკირწყვლა.

ხერთვისის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხერთვისის ციხის უნიკალური კარიბჭის რესტავრაცია-კონსერვაციას და მის მიმდებარედ არსებული შენობა #1-ის (შენობა საინფორმაციო ცენტრისთვის) და ცოტა მოშორებით მდებარე შენობა #2-ის (შენობა ციხის კომპლექსის ადმინისტრაციისთვის) რეაბილიტაციას.

დოკუმენტაციის მიხედვით, სარესტავრაციოდ გამოიყენება რეგიონისთვის ტრადიციული ბუნებრივი მასალა - ადგილობრივი ქვა და მასთან თავსებადი კირის დუღაბი. გადახურვა მოეწყობა ტრადიციული ბანური გადახურვის სისტემით. ქვედაციხის ტერიტორიაზე, საპროექტო შენობებს შორის მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ბაქანი ბუნებრივი ფლეთილი ქვით გრუნტის ზედაპირზე.

ეს საინტერესოა:

2007 წლის 24 ოქტომბრიდან, ხერთვისი, ვარძიის მონასტერთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ხერთვისის ციხე(X – XVIII სს.) საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. ის მდებარეობს სოფელ ხერთვისში ზღვის დონიდან 1126 მეტრზე. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული.

ხერთვისის ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. ციტადელი კლდის ვიწრო თხემს მიუყვება და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან საკმაოდ მიუდგომელია. ციტადელის შიდა ტერიტორია ბურჯებიანი ზღუდითაა შემოვლებული და რამდენიმე მონაკვეთად იყოფა. ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. სამხრეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთიდან ციხეს აკრავს გალავანი, ჩრდილო-დასავლეთით კი არის წყალზე ჩასასვლელი გვირაბი.


[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება
ტურისტებისთვის განახლებული ხერთვისი [Photos/Video]
ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
აბასთუმანში პარკები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
ბაკურიანში საფეხმავლო და ველობილიკის მოწყობა იგეგმება
ახალციხის სატანკო ბაზაზე  მყოფმა რეკრუტებმა ხერთვისის ციხე-სიმაგრე დაასუფთავეს