FM97.5 / LIVE

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 138 948 ლარი დაიხარჯება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2020
ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირების და წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "რებილდი" ასრულებს.

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 138 948 ლარი დაიხარჯება

შპს "რებილდის" დირექტორი ვლადიმერ გაგუა აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ნინოწმინდაში სამუშაოები დაგვიანებით, 5 მაისს დაიწყეს.

"დაწყებულია შენობების მშენებლობა, კეთდება საკანალიზაციო სისტემა, გვინდა წლის ბოლომდე, ვიდრე ყინვები დაიწყება, სამუშაოები დავასრულოთ", – ამბობს ვლადიმერ გაგუა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, ფარავნის ტბის ჯებირის გაკეთებას. სამუშაოებისთვის ხელშეკრულებით 3 138 948 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:

► ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის რეაბილიტაცია და პარკინგის მოწყობა გზის მიმდებარედ, მონასტრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;
► ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რომელიც სამი მცირე ზომის ერთსართულიანი შენობისაგან შედგება:
- ვიზიტორთა მისაღები სივრცე – მცირე მაღაზია-კაფე, სადეგუსტაციო ოთახი, სამზარეულო და დამხმარე სათავსოები;
- საეკლესიო მაღაზია;
- საზოგადოებრივი საპირფარეშო.

► დარბაზული სახლის რეაბილიტაცია;
► სამეურნეო დანიშნულების სათავსოს აშენება, არსებული სამეურნეო შენობის გვერდით;
► ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდის მოწყობა;
► ტერიტორიის კეთილმოწყობა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივი ქვის ღობეებით, გარე განათებით.
► ფარავნის ტბის ნაპირას საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო პანდუსის მშენებლობა.
► ფარავნის ტბის ნაპირას ავტოსადგომის, სანკვანძისა და გადმოსახედის მშენებლობა.
► ფარავნის ტბის წყლის სარეგულაციო ფარის მშენებლობა.
► წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსიდან საყოველთაო სანათლავამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთება და გარე განათების სისტემის მოწყობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ფოკის დედათა მონასტერთან და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  4.4 მლნ ლარი დაიხარჯება
2 მილიონ ნახევარი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ადგილების მოწყობისთვის
გაყინული ფარავნის ტბა [ფოტო]