FM97.5 / LIVE
იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

მთავარისაზოგადოება 23.05.2012
პარასკევს, 25 მაისს, 12:00 საათზე, თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ, (გორგასლის N24ა) ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება სასტვენებით

იუსტიციის სამინისტროსთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართება

აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას და იმ ჩინოვნიკების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ან უკანონოდ დააკავეს.

„ბოლო ორ თვეში ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა. ხელისუფლება უარს ამბობს ამ ფაქტების გამოძიებაზე. არ დასჯილა არცერთი მოძალადე ჩინოვნიკი. თუ ხარ ჟურნალისტი, თუ თვლი, რომ შენი უფლებები ირღვევა, თუ ფიქრობ, რომ შენს კოლეგებზე ზეწოლის ფაქტები გამოსაძიებელია, შემოგვიერთდი! ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები! ერთად მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება! იყავი სოლიდარული!“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქციაზე გავრცელდება საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების განცხადება, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს ქვეყანაში ჟურნალისტთა საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ასევე, აქციის მონაწილეები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ჟურნალისტთა ხელყოფისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

MDF, TDI და GDI  "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ
TI: ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
TI: რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები საფრთხის შემცველ  ტენდენციად ყალიბდება
„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები – გამოხმაურება მედიაში
‘ნუ გვესვრი’– დღეს, 15:00 საათზე, ჟურნალისტები აქციას გამართავენ
მესხეთის მედიასაშუალებების მუშაობით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა