FM97.5 / LIVE

ახალციხეში მულტილინგვური სწავლებისთვის ემზადებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.06.2013
”მულტილინგვური მასწავლებლის მომზადების პროგრამა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში” - ამ პროექტის ფარგლებში ახალციხეში
ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ტრენინგებსა და სამუშაო შეხვდრებს მართავენ

ახალციხეში მულტილინგვური სწავლებისთვის ემზადებიან

”ტემპუსის” პროექტი, რომლის სახელწოდებაა ”მულტილინგვური მასწავლებლის მომზადების პროგრამა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში” 2012 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო. მასში საქართველოს სამი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია ჩართული. პროექტში ასევე უკრაინის სამი უნივერსიტეტი მონაწილეობს. ხოლო პროექტის პარტნიორები არიან ლიტვის, ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტები.

”პროექტის ფარგლებში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი უკვე ჩატარდა. ახლა მესამე შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მომზადებას მულტილინგვური განათლების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. პროგრამაში ჩართულ უნივერსიტეტებს სამომავლოდ მასწავლებელთა გადამზადების ისეთი პროგრამა გვექნება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მინიმუმ ორ ენაზე ასწავლონ ესა თუ ის საგანი”, - განმარტავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ”ტემპუსის” პროექტის კოორდინატორი დარეჯან თვალთვაძე.

პროექტის მონაწილეები ახალციხეში ხუთი დღის განმავლობაში იქნებიან. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სხვადასხვა აქტივობები - ტრენინგები და სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი.

”პროექტი საკმაოდ სოლიდური თანხით ფინანსდება, როგორც პარტნიორი, ჩვენს უნივერსიტეტს გარკვეული წილი გაგვაჩნია, ეს არის დაახლოებით 101 ათასი ლარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან არც ერთ პარტნიორ უნივერსიტეტს იმხელა თანხა არ აქვს გამოყოფილი, რაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს. უნდა იქნეს შეძენილი 42 ათასი ევროს ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე დაახლოებით 4 ათასი ევროს ღირებულების წიგნადი ფონდი, ასევე ფინანსდება გამოცემები და ბეჭვდითი პროდუქცია”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და პროექტის თანამენეჯერი თინა გელაშვილი.

აღნიშნული პროექტი სამწლიანია და 2015 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. რის შემდეგაც, საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე ბილინგვური სწავლების პროგრამა იქნება მზად, რომელიც აკრედიტაციას გაივლის და უმაღლეს სასწავლებლებში დაინერგება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს
სახელმწიფოს მიერ პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტიც დაემატა
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტები ცნობილია
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი მასწავლებლებსა და დირექტორებს გადაამზადებს
რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს