FM97.5 / LIVE

რატომ დაემუქრა თანამშრომლებს გამგებლის მრჩეველი

მთავარიპოლიტიკა 27.05.2013
”ახალი სისხლით ვიწყებთ მუშაობას, ვინც გამოგვყვება, გამოგყვება, ვინც არადა, კარგად იყავით”, - განუცხადა ახალციხის გამგეობის თანამშრომლებს გამგელის მრჩეველმა გოჩა პარუნაშვილმა მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამსახურს გაუკვირდა გამგეობის დავალება, ქალაქში არსებულ ავარიულ შენობებთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირების შესახებ.

რატომ დაემუქრა თანამშრომლებს გამგებლის მრჩეველი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ქალაქში 10-მდე ავარიული შენობაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლის გოჩა პარუნაშვილის თქმით, ქალაქში არსებული ავარიული შენობების შესახებ გამგეობა თავად დაინტერესდა, აღნუსხა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს რეაგირებისთვის გადასცა.

”უნდა გაირკვეს რამდენად კანონიერადაა ეს მშენებლობები შესრულებული, ასევე, რამდენად კანონიერია მათზე გაკეთებული მიშენებები”, - აცხადებს პარუნაშვილი და ამატებს, რომ აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა სასწრაფო რეაგირება - მსგავსი ავარიული შენობების შესახებ დავალება მივეცით შესაბამის სამსახურებს. ასეთი შენობების შესახებ უნდა დაიწეროს დასკვნა”.

”რა კავშირში ვართ ჩვენ წლების წინ აგებულ შენობებთან?” - დავალება დაუკვირდა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს თენგიზ ზედგინიძეს.

”იმ კავშირში ვართ, რომ ყველა იმ შენობაზე, რომელთა სიაც გადმოგეცით, ფაქტობრივად უკანონოდაა მიშენებული. ასევე, საფრთხის შემცველია და ნებისმიერ წამს შეიძლება ვინმე დაშავდეს”, - უპასუხა ზედგინიძეს პარუნაშვილმა.

ზედგინიძის თქმით, როცა შენობა ძალიან ძველია, ის რეესტრში დარეგისტრირებული შესაძლოა არც იყოს: ”საფუძველი არ გვაქვს, რა დავწერო?! ვის რა მოვთხოვო?! ეს არის კერძო საკუთრება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვინმეს რამის გაკეთება დავავალდებულო”.

პარუნაშვილის განცხადებით, კი საფუძველად ისიც კმარა, რომ აღნიშნული შენობები საფრთხის შემცველია.

”ჩამოვარდება და მოგკლავს. ასევე, ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, რას ნიშნავს არ გვაქვს საფუძველი?! სამი რამ გითხარით, რაც სწორედაც რომ საფუძველია, ერთ-ერთს გამოიყენებ. ახალი სისხლით ვიწყებთ მუშაობას, ვინც გამოგვყვება, გამოგყვება, ვინც არადა, კარგად იყავით ყველა. გამგებლის პოზიციას ვახმოვანებ”, - განაცხადა თათბირზე პარუნაშვილმა და დაამატა, - 4-5 კაცი ვერ ავაშენებთ ქვეყანას”.
მისივე თქმით, თუ კონკრეტული ღონისძიებები დროულად არ იქნება გატარებული კერძო მესაკუთრეების მხრიდანაც და ხარვეზებს არ გამოსწორებენ, შესაბამისი სანქციებით იმოქმედებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამგებლის მრჩევლის დაპირებული პასუხი ”სამხრეთის კარიბჭეს”
რატომ არის სოფლის თემი უფუნქციო?
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი შვებულებიდან სამსახურში აღარ დაბრუნდა
რას დაპირდა გამგებლის მრჩეველი ”სამხრეთის კარიბჭეს”
ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ახალციხის გამგეობას სასამართლოში უჩივლა
ახალციხეში ყოფილი სამხედრო ბაზის ავარიული შენობების დემონტაჟს GIZ–ი დააფინანსებს
ახალციხეში გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში კანონს არღვევს?!