FM97.5 / LIVE

ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2018
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლედ გადადის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციოში გადადის
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი პოზიციას 18 იანვარს დატოვებს. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლედ დაინიშნა. ჯეირანაშვილი კოლეგებთან ერთად პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს განიხილავს.

„კონკურსში მივიღე მონაწილეობა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შემარჩია. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – ამბობს ჯეირანაშვილი.
მისი წასვლის შემდეგ ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას უხუცესი მოსამართლე გიორგი ლონდარიძე შეასრულებს.

„სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, თავმჯდომარის პოზიციაზე მოსამართლეებს შეუძლიათ, რომ თავინათი კანდიდატურა დააყენონ, კანონით აქ კონკურსი არ ცხადდება. გადაწყვეტილებას თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს“, – აცხადებს ჯეირანაშვილი.

იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ 2009 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე წალკაში ასევე მოსამართლედ მუშაობდა. სასამართლომდე ჯეირანაშვილს 2002 წლიდან პოლიციაში სხვადასხვა, 2007 წლიდან 2009 წლამდე კი პროკურატურაში უფროს გამომძიებლის პოზიცია ეკავა.

ჯეირანაშვილს როგორც თავად ამბობს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მუშაობის პერიოდში 3 000–ზე მეტი საქმე აქვს განხილული. მათ შორის ყველაზე მეტად ბორჯომის პოლიცილებების, ე.წ. ხვედელიანის საქმე ახსოვს, რადგან მის მიერ მიღებულ გამამართლებელ განაჩენს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა: „ამ საქმეში მტკიცებულებები არ იყო, სხვა გადაწყვეტილებას ვერც სხვა მოსამართლე მიიღებდა. ეს გადაწყვეტილება კი მესამე ინსტანციის სასამართლომაც ძალაში დატოვა“.

ამჟამად ჯეირანაშვილს დაახლოებით 30 საქმე აქვს: „ისინი ჩემი წასვლის შემდეგ სხვა მოსამართლეებს გადაეწერებათ“.

ჯაირანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სასამართლოებს შორის ახალციხის რაიონული სასამართლო ერთ–ერთი მოწინავეა: „ამას პირველ რიგში გასაჩივრებული საქმეების მაჩვენებლით ვზომავ, რაც შვიდ პროცენტს არ აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მიღებულ გადაწყვეტილებას ენდობიან. გარდა ამისა, ჩვენთან საქმეები ყოველთვის ვადებში, მალე იხილებოდა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს პარლამენტში გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ
გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ–ერთ კანდიდატად შეირჩა
გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა
გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაბრუნდა
მოსამართლე გია ბერაიამ ახალციხის რაიონული სასამართლო დატოვა
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტში რვა ნოემბერს მოუსმენენ