FM97.5 / LIVE

2016 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარზე 486 141 ვიზიტორი დაფიქსირდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.01.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ინფრომაციით 2016 წლის დეკემბრის თვე 486 141 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,3 %-ით მეტია.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარზე  486 141 ვიზიტორი დაფიქსირდა
2016 წელს ქვეყანაში უკვე 6 350 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 714 773-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 177 982 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,8%);

ბ) ტრანზიტი - 75 022 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15,4%, კლება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -15,8%);

გ) სხვა - 233 137 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5,1%).

2016 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9%), აზერბაიჯანიდან (+4%), თურქეთიდან (-17%), რუსეთიდან (-2%), უკრაინიდან (+14%) და ირანიდან (+375%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წელს გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, და გერმანია (შესაბამისად 24%, 16%, 12%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (33%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (28%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (55%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 9%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარზე  486 141 ვიზიტორი დაფიქსირდა


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იანვარში უცხოეთიდან საქართველოში 387 070 ვიზიტი დაფიქსირდა
შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 16.7%–ით მოიმატა
2015 წლის მაისში საქართველოს საზღვარზე 454 545 ვიზიტორი დაფიქსირდა
შსს: აგვისტოში საქართველოს 1 080 449 ვიზიტორი ჰყავდა
ივნისში საქართველოს საზღვარი 496 758–მა ადამიანმა გადმოკვეთა
იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4,4%–ით გაიზარდა
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა