FM97.5 / LIVE

საქართველოში ტურისტების რაოდენობა 29.4%–ით გაიზარდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.09.2018
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,9%-ით გაიზარდა.

საქართველოში ტურისტების რაოდენობა 29.4%–ით გაიზარდა

რვათვიან პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლების საერთო რაოდენობამ 5 056 106-ს შეადგინა, შარშან კი ეს რიცხვი 4 254 843-ის ტოლი იყო.

ვიზიტის ტიპის მიხედვით, ტურისტული მიზნით 2 402 699 შემომსვლელი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%-ით მეტია. 2016 წლის ამავე პერიოდში საქართველოში ტურისტული მიზნით მხოლოდ 1 856 162 მოგზაური შემოვიდა. ეს მაჩვენებელი კი წელს 546 537 ტურისტით გაიზარდა.

ტრანზიტის მიზნით 1 117 569 შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო ერთ დღიანი ვიზიტების რაოდენობამ 1 538 838-ს შეადგინა.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი. 2017 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანიდან 1 148 484 შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2016 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 10,4%-ით (108 493-ით მეტი შემოსვლა) მეტია. აზერბაიჯანიდან შემომსვლელთა რაოდენობა მთლიანი შემოსვლების 22,7%-ს შეადგენს. ამ მხრივ, მეორე ადგილზეა სომხეთი, ხოლო მესამეზე კი - რუსეთი. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობამ წინა წლის მონაცემებთან შედარებით 33,9%-ით (241 747-ით მეტი შემოსვლა) იმატა.

მეოთხე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საერთაშორისო შემომსვლელთა რაოდენობამ 6,6% იკლო. გასული წლის ამავე პერიოდში თურქეთიდან 870 773 შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში კი - 813 039.

2017 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიანი შემომსვლელთა რაოდენობის წილი კი ასეთია: მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი, მთლიანი შემომსვლელების 79,4% შემოვიდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან 4,4%, ხოლო სხვა რეგიონებზე 16,2% მოდის.

ჯამში, საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლებით, 2017 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ 435 მილიონი ა.შ.შ დოლარი მოგება ნახა, რაც მშპ-ს წილის 6,8%-ს შეადგენს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა
შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 16.7%–ით მოიმატა
2015 წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო
შსს: აგვისტოში საქართველოს 1 080 449 ვიზიტორი ჰყავდა
ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში 2 783 594 ტურისტი შემოვიდა
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა