FM97.5 / LIVE

პოლიციელთა უფლებებს ყოფილი პოლიციელები დაიცავენ

მთავარისამართალი 22.05.2013
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ დღეს, 22 მაისს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის წევრებს შეხვდა და მათი უფლებების დაცვა შესთავაზა.

პოლიციელთა უფლებებს ყოფილი პოლიციელები დაიცავენ
მალხაზ ლაზარაშვილი შსს-ს ორგანოებში 1999 წლიდან მუშაობდა. ბოლოს, 11 თვის განმავლობაში, ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. თანამდებობიდან 2012 წლის 2 ნოემბერს, პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიციელთა უფლებებს ყოფილი პოლიციელები დაიცავენ ’თუმცა, იმას გამოვრიცხავ, რომ დიდი სურვილი მქონდა ამ განცხადების დაწერის”, - ამბობს და ამატებს, რომ განცხადების დაწერის მიზეზზე საუბარი ნაკლებად უნდა. მართალია, ფიქრობს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ საკუთარი უფლებების დასაცავად არავისთვის მიუმართავს და არც ახლა აპირებს, - ’ შეიძლება მე ვფიქრობდე, რომ არასამართლიანი იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მიმართვას არ ვაპირებ, ეს რომ მდომებოდა, აქამდეც გავაკეთებდი, ამ ორგანიზაციის გარეშე’.

ლაზარაშვილი ამ ეტაპზე უმუშევარია. ამბობს, რომ აპირებს ’სამართალდამცავთა დაცვის ლიგის’ წევრი გახდეს და სხვისი უფლებები დაიცვას.

საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება; კანონის უზენაესობის დაცვა და მისი ხელშეწყობა; სახელმწიფო მშენებლობის პროცესის ხელშეწყობა; სამართალდამცავი უწყებების მიერ საზოგადოებისა და საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საქმიანობის ხელშეწყობა; სამართალდამცავი უწყებების მიერ ინიცირებული რეფორმების ანალიზი და საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირება; ადამიანის უფლებების და ღირსებების დაცვა და სამართალდამცავ უწყებებში დასაქმებულთა კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა; ასევე სამსახურეობრივი მოვალეობების დროს დაღუპული ან დაშავებული სამართალდამცავების და მათი ოჯახების მხარდაჭერა, - ეს ’სამართალდამცავთა დაცვის ლიგის’ ძირითადი მიზნებია.

პოლიციელთა უფლებებს ყოფილი პოლიციელები დაიცავენ ორგანიზაცია შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, მიმდინარე წლის თებერვალში დააფუძნეს. ’სამართალდამცავთა დაცვის ლიგას’ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა ხელმძღვანელობს. ლიგას ჰყავს 6 ადვოკატი, რომლებიც ყოფილ, ან მოქმედ პოლიციელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა, უფასო იურიდიულ დახმარებას ჰპირდებიან. ’სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში’ აცხადებენ, რომ ოფისის გახსნას საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავენ. დაფინანსების მოსაპოვებლად ორგანიზაცია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის საგრანტო წინადადებით მიმართვას აპირებს.

ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებელი ირაკლი ქადაგიძე ამბობს, რომ დაფუძნებიდან დღემდე ორგანიზაცია ექვს გახმაურებული საქმეს გამოეხმაურა. მათ შორის: 20 თებერვალს ე.წ. მატროსოვის ციხიდან პატიმარი სამართალდამცავების გადაყვანას მე-2 საპატიმროში, რაც მათი აზრით არასწორი იყო და შემდგომ ისევ უკან დააბრუნეს პატიმრები; ომბუცმენის ანგარიშს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, სადაც მათი აზრით უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა; საიასა და აჭარის სამხარეო სამმართველოს უფროსს შორის მიმდინარე დავას, რა დროსაც, მათი აზრით, საია ნაჩქარევ დასკვნას აკეთებდა და მოითხოვდა სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას; ორ საქმეზე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის საპატრულო პოლიციიდან დავით ყოლბაიას გათავისუფლებისა და თბილისის პოლიციის თანამშრომლის დავით კუპრავას საქმეზე სასამართლოს მიმართეს. თუმცა, ჯერ წარმოება არ დაწყებულა.

ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი ირკალი ბარძიმაძეა, რომელიც ბოლო 10 წელიწადი პროკურატურაში მუშაობდა, ჯერ რაიონულში, შემდგომ კი რეგიონულში. ამბობს, რომ პოლიციელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ყოველთვის ხდებოდა, ყველა მთავრობის დროს და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. თავად სამსახურიდან 2011 წელს გაათავისუფლეს: ’თავისუფლად შემეძლო მეთქვა, რომ დაჩაგრული ვარ, მაგრამ ამას ვერ მივაწერ ხელისუფლებას, შეიძლება იყო ვინმეს პირადი ინტერესიც, მაგრამ მაინც, არ ვყოფილვარ სასწაული პოლიტიკური ფიგურა’.

კითხვაზე, რატომ ასოცირდებიან პოლიცილები მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, ბარძიმაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აკავებენ, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და პოლიციელს უნებურად იმ ძალასთან აიგივებს, რომელიც ქვეყნის სათავეშია. ხშირად, არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა პოლიცილების ქმედებას აქციების დროსაც და ამ დროსაც მათ პოლიტიკურ გუნდთან ასოცირებულებად მიიჩნევენ.

პოლიციელთა უფლებებს ყოფილი პოლიციელები დაიცავენირკალი ბარძიმაძე ამბობს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგაც გაათავისუფლეს. მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ აქვს: ’ვაპირებთ მოკვლევას, მივმართავთ სამმართველოებს გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ მოგვაწოდონ ინფორმაცია. ვთხოვთ, რომ პირადადაც მოგვმართონ ასეთმა ადამიანებმა. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია დავანახოთ ყველას, რომ შერჩევითობა არ მოგვიტანს სარგებელს’.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ საერთაშორისო ლიგაში გაწევრიანებას აპირებს. ლიგაში აცხადებენ რომ ეს აპოლიტიკური ორგანიზაციაა. სამცხე-ჯავახეთამდე ორგანიზაციამ შეხვედრა ორ რეგიონში გამართა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა კუთხით დაირღვა ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებები 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში
„ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციისთვის“ მუშაობის აქტურ რეჟიმში გადადის
ადამიანის უფლებების დაცვაზე საჯარო მოხელეებისათვის სემინარი იმართება
სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვის დაიცავს ახალი ორგანიზაცია?
სამცხე–ჯავახეთში ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი შეიქმნა