FM97.5 / LIVE

ძვირი „ბოლო ზარი“

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.05.2013
ძვირადღირებული წვეულებები „ბოლო ზარის“ აღსანიშნავად მაშინ, როდესაც ხალხი ოჯახში შემოსავლების ნაკლებობას უჩივის. ახალქალაქში ბოლო ზარი რამდენიმე დღე გრძელდება და მთლიანობაში 1000 ლარზე მეტი ჯდება.

ძვირი „ბოლო ზარი“
17 მაისის, დილის 9 საათიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების უმრავლესობაში „ტრადიციული“ ბოლო ზარის აღსანიშნად ემზადებოდნენ. ახალქალაქის სკოლებში ბოლო ზარისთვის მზადებას თებერვალში იწყებენ. ამზადებენ სცენარებს, ირჩევენ სიმღერებს და ითვლიან, რამდენი დაიხარჯება სხვადასხვა წვრილმანზე. ამ დღეს სკოლადამთავრებულები ბოლო ზარზე სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებიან, სიმღერებს, ლექსებსა და ცეკვას სწავლობენ, ამ დღეს პრაქტიკულად ყველა ღელავს.

ქალაქის სხვადასხვა სკოლებში დღესასწაული ერთგვაროვნად მიმდინარეობს, თუმცა ამ ერთგვაროვნებასაც ყველა სხვადასხვანაირად ავლენს. ზეიმის შემდეგ სკოლადამთავრებულები ეკლესიაში სანთლის დასანთებად მიდიან.

კიდევ ერთი ტრადიციაა, ბოლო ზარის შემდეგ, მართვის მოწმობის არმქონე სკოლადამთავრებულების „მსვლელობა“ მშობლების მანქანებით. საპატრულო პოლიციამ სკოლებში ადრევე გაგზავნა შეტყობინება, რომ სკოლის მოსწავლეებს მართვის მოწმობების გარეშე მანქანის ტარება ამ დღესაც კი ეკრძალებათ. თუმცა, შეტყობინების მიუხედავად, ამ დღეს ქუჩებში მაინც შეიძლება შეხვდე მანქანებს, რომლებშიც უკვე ყოფილი მოსწავლეები სხედან.

სკოლდამთავრებულთა ოჯახებშიც საგონებელში არიან და ფიქრობენ, როგორ მოახერხონ, რომ მათი შვილი არავის ჩამორჩეს და პირიქით, ყველაფერში აჯობოს თანატოლებს.

ასეთი მიდგომიდან გამომდინარე, ბევრი ყველაფერს აკეთებს, ვალებსაც კი იღებს, ოღონდ მათი შვილი თანაკლასელებს არ ჩამორჩეს ძვირფას ტანსაცმელში, სავსე საფულესა და ზოგიერთ შემთხვევებში, დიდ ან ძვირადღირებულ საჩუქრებში. სტუმრებისთვის სუფრის გაშლაზე აღარაფერს ვამბობთ. ზოგი დარბაზებსა და რესტორნებს ქირაობს მრავალრიცხოვანი ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისთვის.

ამ დღეს ნაცნობები, ისევე როგორც ახალ წელს, სტუმრად დადიან სკოლადამთავრებულთა ოჯახებში. მნიშვნელობა არ აქვს, ყოფილი მოსწავლეების მშობლები აფრთხილებენ თუ არა, რომ სუფრა არ იქნება, თუმცა პროდუქტებს ყოველი შემთხვევისთვის ჩუმად ყიდულობენ, თუ დაუპატიჟებელი სტუმრებიც მოვიდნენ.

ბოლო ზარი მშვენიერი საბაბია ჩაიცვა ლამაზად, მოინახულო ნაცნობები და ნათესავები. ყველა ჩივის ამ „სულელურ ჩვეულებაზე“, თუმცა მასზე უარის თქმას არავინ აპირებს.

მშობელთა ანგარიშით, სკოლის დამთავრება მათ საკმაოდ ბევრი უჯდებათ.

„ბოლო ზარი დაახლოებით 1000 დოლარი გვიჯდება. ესაა ტანსაცმელი, გამოსაშვები ფოტოალბომის ხარჯი, წვეულების ფული და რასაკვირველია, სახლში სუფრის გაშლა. ბუნებრივია, ზედმეტის დახარჯვა არავის უნდა, თუმცა საზოგადოებრივ აზრს უზარმაზარი ზეგავლენა აქვს იმავე საზოგადოებაზე. ამიტომ პრაქტიკულად ყველა ხარჯავს ფულს, რათა არავინ თქვას, რომ ბავშვისთვის ფული ენანება. ზოგიერთი ნაკლებს ხარჯავს, ზოგი კი უფრო მეტს“, – ამბობს კარინე დემურჩიანის მშობელი.

თუ საშუალოდ მშობელი 1000 ლარიდან 1000 დოლარამდე ხარჯავს, ზოგს მეტი თანხის გაღება უწევს, რადგან დარბაზს ქირაობს და ერთი სტუმრისთვის 30–დან 50 ლარამდე თანხას იხდის.

„გააჩნია, ვინ რამდენს ხარჯავს. ჩვენ დაახლოებით 1000 ლარი დავხარჯეთ“, – ამბობს ასია მოსოიანი.

ბევრს ყველაფრის ერთბაშად ყიდვის საშუალება არ აქვს და თანდათანობით ყიდულობს.

„მე ყველაფრის ყიდვა საკმაო ხნის წინ დავიწყე. მართალია, უკვე 1000 ლარი დავხარჯეთ, მაგრამ ძირითადი ხარჯი კიდევ წინაა“, – ამბობს მშობელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა.

ფულის ასე ხარჯვას თავად მოსწავლეები არ ეთანხმებიან. მათი უმრავლესობა ამჯობინებს, რომ ეს ფული მათ სამომავლო გეგმებზე დაიხარჯოს.
„ჩვენ უმაღლეს სასწავლებელში არ ვაბარებთ, რომ აღნიშვნად ღირდეს, მხოლოდ სკოლას ვამთავრებთ. გვერჩია, რომ ეს ფული რაიმე მართლა მნიშვნელოვანზე დახარჯულიყო. ასეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ და ყოველ წელს აღვნიშნავთ“, – ამბობს სკოლადამთავრებული სუსანნა ქეიანი.
თუმცა, მიუხეადავად იმისა, რომ ძვირ ”ბოლო ზარს” ყველა უჩივს, ბოლო რამდენიმე წელია ახალქალაქში, და არამხოლოდ ახალქალაქში, სკოლის დამთავრებას მაინც ასე, გრანდიოზულად და ხარჯიანად აღნიშნავენ.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სესხი სკოლის დასამთავრებლად - რა უჯდებათ მშობლებს ბოლო ზარი და ბანკეტი
‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში [Photo]
ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]
ახალციხის სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში
'ბოლო ზარი' დისტანციურად
ძვირი ახალი წელი ახალქალაქის სკოლებში