FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი მიმართავს მთავრობის წევრებს არ გასხვისხდეს ბაკურიანის სადავო მიწები

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 18.12.2017
ომბუდსმენმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს მიმართა, არ გასხვისდეს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე.

ომბუდსმენი მიმართავს მთავრობის წევრებს არ გასხვისხდეს ბაკურიანის სადავო მიწები

ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილს გააჩნია მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ აღნიშნულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერ საფუძველს აძლევს. აღნიშნულ პროცესს აფერხებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიება.

"გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად, ბორჯომისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს განკარგავს. შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები და ვერ ახდენენ მათზე საკუთრების რეგისტრაციას, საკუთრების უფლების შელახვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან", – ნათქვამია ომბუდსმენის მიმართვაში.

სახალხო დამცველმა ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.

შეგახსენებთ, ბაკურიანის სადავო მიწების საქმეზე "სამხრეთის კარიბჭეს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სახელმწიფომ დაგვირეგისტრიროს კუთვნილი მიწები'– აქცია ბორჯომის მერიასთან
სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მოსახლეობა თბილისში საპროტესტო აქციას მართავს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა