FM97.5 / LIVE

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა

მთავარისიახლე, სამართალი 16.12.2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ხუთი პირი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე როვშან მამედოვი,გამგებლის მრჩეველი მიწის საკითხებში ნოდარ ბულისკირია( რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეკონომიკური განვითარების, ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა), გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის ყოფილი თავჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი,ამავე საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა დაგაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2013 წლის 5 ივნისის ბრძანებით დაინიშნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისის წევრებად. მათ 2014 წელს, ამ კომისიაში შესული მოქალაქეების განცხადებების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და დაუდევარი დამოკიდებულების გამო სათანადოდ არ გამოიკვლიეს განცხადებებზე თანდართული დოკუმენტები, დაარღვიეს კანონი, რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუღანლოში, კრწანისში, მარტყოფსა და ნორიოში 7 მოქალაქეს უკანონოდ დაურეგისტრირეს 1,5 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,რითაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა".

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ადიგენის „მიწის კომისია“ მუშაობას უცვლელი შემადგენლობით აგრძელებს
ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ბოლაჯურის 'რწმუნებული' დააკავა
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს