FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

მთავარისაზოგადოება 16.05.2013
ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოში ყველა თანამშრომელი დროებით მოვალეობის შემსრულებლადაა დანიშნული. უფროსის მოვალეობას ზვიად ლომსაძე ასრულებს.

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამმართველოში კონკურსი ორ კვირაში გამოცხადდება. მსგავს მდგომარეობას სამინისტროში რეორგანიზაციით ხსნიან.

”სამინისტროს აბსოლიტურად ყველა წარმომადგენელი გუშინ გადაინიშნა, ამჟამად ყველა დროებით მოვალეობის შემსრულებელია”, - გვითხრა სატელეფონო საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ინგა ნიკაგოსიანმა.

შეგახსენებთ, რომ სატყეო სფერო მიმდინარე წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაში გადავიდა.

სატყეო სექტორის მართვას სამინისტრო განახორციელებს ახლად შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის - სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მეშვეობით.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს ტყის ფონდის მართვას, უზრუნველყოფს ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობის დაგეგმვას და განხორციელებას, მათ შორის, მოსახლეობის მერქნულ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ტყეების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს. ამავდროულად, სააგენტო პასუხისმგებელი იქნება ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრად გამოყენებაზე, განახორციელებს ტყითსარგებლობის რეგულირებასა და კონტროლს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტყითსარგებლობის პროცესი იცვლება – რეგიონებში ‘საქმიანი ეზო’ მოეწყობა
ბორჯომ–ბაკურიანის სატყეო უბანზე ორი უკანონო სახერხი აღმოაჩინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ბორჯომის ხანძარზე
ბორჯომის პლატოზე სანიტარული ჭრები იწყება
21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა
ბორჯომში ‘ახალი ტყის კოდექსი’ განიხილეს
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა