FM97.5 / LIVE

ბორჯომში ‘ახალი ტყის კოდექსი’ განიხილეს

მთავარისაზოგადოება 18.02.2016
გუშინ, 17 თებერვალს, ბორჯომში, „ახალი ტყის კოდექსის“ შესახებ საჯარო განხილვა მოეწყო.

ბორჯომში ‘ახალი ტყის კოდექსი’ განიხილეს

შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წამომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი კანონპროექტის შესახებ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშილმა ისაუბრეს.

„საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან“ გამომდინარე, კანონპროექტი ემყარება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს, რაც საქართველოს ტყეების ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით მართვას გულისხმობს..

კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ტყის კოდექსის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრავს ტყეების უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შენარჩუნებასა და დაცვას. ასევე, დგინდება ტყის კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე.

კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება. თუ ამჟამად ტყის მესაკუთრე არის მხოლოდ სახელმწიფო, ახალი კანონის მიხედვით გვაქვს საკუთრების სამი სახე: სახელმწიფო, ადგილობრივი და კერძო საკუთრება, რაც ევროპული სტანდარტის შესაბამისია.

აღნიშნული პროექტის განხილვა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. დღეს, 18 თებერვალს, კანონპროექტს ახალციხეში განიხილავენ. შეხვედრა ამ წუთებში სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოში მიმდინარეობს.

ტყის ახალი კოდექსი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

ბორჯომში ‘ახალი ტყის კოდექსი’ განიხილეს

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა ახალი 'ტყის კოდექსი' პირველი მოსმენით მიიღო
შესაძლოა ტყეები მუნიციპალიტეტებს გადაეცეს
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა
ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავეს
ახალციხეში ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს
ბორჯომში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს