FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქართველოს საგარეო კურსზე იმსჯელეს

მთავარიპოლიტიკა 15.05.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრს
ალექსი პეტრიაშვილს შეხვდნენ და ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.

ახალციხეში საქართველოს საგარეო კურსზე იმსჯელეს
ალექსი პეტრიაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ადმინიტრაციის მოწვევით ესტუმრა. სტუდენტები მინისტრათან შესახვედრად ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ.

”გვინდოდა გაგვეგო რა დამოკიდებულებაა აქვს მთავრობას ნატოში გაწევრიანების საკთხთან დაკავშირებით. სურვილი გვქონდა შევხვედროდით ამ საკითხებში კომპეტენტურ პიროვნებას და მოვიწვიეთ სტუმრად მინისტრი.
სტუდენტები ორი კვირა ემზადებოდნენ ამ შეხვედრისთვის, ლექტორები უჩა ბლუაშვული და გიორგი ჭილაძე უკითხავდნენ სემინარებს რა არის ევროინტეგრაცია, რა არის ჩვენთვის ნატო და მომზადებულები დახვდნენ მინისტრს”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სპეციალისტი მანანა იოსელიანი.

ალექსი პეტრიაშვილმა სტუდენტებს მოხსენება წაუკითხა. ამის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

”მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაჩქარდეს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია; რა პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანა; რა კეთილდღეობა მოაქვს საქართველოსთვის გრძელვადიანი, ეკონომიკური, პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით”, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ბერიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ”სტუდენტებს ექნებათ საშუალება დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ამით ჩვენი სტუდენტები, და არამარტო სტუდენტები, მეტად ინფორმირებული იქნებიან”.

დისკუსიის დაწყებამდე მინისტრმა უნივერსიტეტის ორივე კორპუსი დაათვალიერა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ
ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ
სტუდენტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ჩაერთვებიან
ახალციხეს ქუთაისელი და თბილისელი სტუდენტები სტუმრობენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]