FM97.5 / LIVE

პარლამენტის წევრის მიერ მერისთვის გადაცემული "მერობის სერტიფიკატი”

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.11.2017
ახლადარჩეული მერები ნინოწმინდასა და ახალციხეში მუნიციპალიტეტებს პარლამენტის წევრებმა წარუდგინეს. ზოგიერთ რეგიონში კი ეს საკითხი გუბერნატორიებმა ითავეს.

პარლამენტის წევრის მიერ მერისთვის გადაცემული "მერობის სერტიფიკატი”
ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები – მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერები თანამშრომლებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარუდგინეს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეს ფუნქცია მხარის გუბერნატორებმა იკისრეს. ამ მხრივ განსაკუთრებით სამეგრელოსა და ქვემო ქართლის გუბერნატორებმა იაქტიურეს.

ნინოწმინდის ერთადერთ ქალ მერს, ანივარდ მოსოიანს “მერის სერტიფიკატი” (საარჩევნო ადმინისტრაციის შემაჯამებელი ოქმი) პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა საზეიმო ვითარებაში, თანამშრომლებთან წარდგენისას გადასცა, არადა, ამავე შეხვედრაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეც იმყოფებოდა.

ახალციხეში, ახალი მერის წარდგენისას, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ კი განაცხადა: „მოვედით, რომ ბატონ ვლადიმერს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამუშაოსათვის და წარვადგინოთ ხალხის მიერ ახლად არჩეული მერი, რომელიც თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. ზაზა მელიქიძეს ხალხის დიდი ნდობა აქვს და ეს მიღებული ხმათა რაოდენობითაც დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ ხალხის ნდობას ბოლომდე გაამართლებს“.

მერის პირველ სამუშაო დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების გარეშე არ ჩაუვლია რუსთავში, მარნეულში, თეთრიწყაროში, გარდაბანსა და სხვა, არაერთ მუნიციპალიტეტში.

გასაკვირი იქნებოდა, რომ არ დასწრებოდნენ, – ასე აფასებენ ექსპერტები პარლამენტის წევრების მონაწილეობას მერის წარდგენის პროცესში და ფიქრობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობას, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტს, არ აღიარებს.

“ეს არის სიმბოლური დადასტურება ვითმმართველობისადმი დამოკიდებულებისა და აღქმისა, თუ როგორ ესმით ცენტრალურ და თავად ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობა. რეალურად, თვითმმართველობა, როგორც პარლამენტისგან, ისე მთავრობისგან, სრულად დამოუკიდებელი და გარკვეულ საკითხებში თანასწორი ინსტიტუტია, თუმცა, ჩვენი პოლიტიკური ტრადიციების გათვალისწინებით, ადგილობრივ თვითმმართველობას ყველა აღიქვამს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულს და გაგრძელებას ადგილებზე. ეს არის დიაგნოზი ჩვენი დემოკრატიისა და დამოკიდებულებისა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისადმი”, – აცხადებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ახალი მერი სამსახურების უფროსებს გაეცნო
სტუდენტური პარლამენტის წევრები ახალციხის მერს შეხვდნენ
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ახალმა მერებმა გადაიბარეს
‘ახალციხის მერის ამბავი მოვიკითხე’ – გიორგი გახარია
'პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს' — გახარია
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს
‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი