FM97.5 / LIVE

„საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის“ განცხადება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.11.2016
„საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია“ თელავში არსებულ მედია კაფესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის“ განცხადება
"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" შეშფოთებას გამოთქვამს თელავში არსებულ მედია კაფესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო. მიგვაჩნია, რომ თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს და არსებული სივრცე უნდა შეუნარჩუნდეს გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციას.

ძველი შენობის თაღებიან დარბაზში განთავსებული Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობს, მისი სივრცე ეთმობა სადისკუსიო შეხვედრებს, სემინარებსა და კინო-ჩვენებებს, ამავე დროს, მედია კაფეში ინტეგრირებულია გაზეთის რედაქცია, სადაც კაფეში მისულ ადამიანებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, ხოლო ჟურნალისტებს რესპონდენტებთან გასაუბრების საშუალება აქვთ.

მედია კაფე გახსნიდან დღემდე მასპინძლობს ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ეწყობა სხვადასხვა ავტორთან შეხვედრა, კინო ჩვენება თუ დისკუსია. მედია კაფემ გახსნის დღიდან დღემდე უმასპინძლა 500–ზე მეტ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, 4 საერთაშორისო მედია კონფერენციას.

მერიის მხრიდან სხვადასხვა მიზეზის მიუხედავად დარწმუნებული ვართ, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ამ კულტურული ძეგლის - შენობის მთავარი დანიშნულება სწორედ საზოგადოების კულტურული სერვისების შექმნა და ფუნქციონირებაა, რაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „მედია კაფე“ თავისი კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებით.

მივიჩნევთ, რომ „მედია კაფეს“ შენარჩუნება აღიშნულ სივრცეში ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის განვითარებას, გააძლიერებს ადგილობრივ დემოკრატიას და მედიას გახდის კიდევ უფრო მდგრადსა და დამოუკიდებელს.

ამიტომ თხოვთ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ პირს, აქტიურად ჩაერთონ პრობლემის გადაჭრაში და მხარი დაუჭირონ ამ სივრცის შენარჩუნების იდეას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოვიდა საგაზეთო ჩაანართის „მედია და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ პირველი ნომერი
დღის კითხვა: როგორ აშუქებს მედია მოვლენებს [Video]
ღია საუბარი: მედია–ტაბუები [Audio]
რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს
წინასაარჩევნოდ ახალციხეში მედია ცენტრი გაიხსნება
გამოკითხვა: რამდენად თავისუფალია საქართველოში მედია? [ვიდეო]
საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისათვის