FM97.5 / LIVE

საჭირო და ნაკლებად მნიშვნელოვანი პროფესიები

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.05.2013
დეფიციტური და პრიორიტეტული პროფესიები, რა სპეციალობებს ანიჭებენ უპირატესობას ახალქალაქელი აბიტურიენტები.

საჭირო და ნაკლებად მნიშვნელოვანი პროფესიები
რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. შენდება სარკინიგზო სადგური, ჰესები, რომელთა ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ იქ ბევრი ადამიანი იმუშავებს. თუმცა, ახალქალაქში ამ მომენტისთვის კადრების მოსამზადებლად სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არსებობს, სკოლადამთავრებულები კი ამ თემაზე არ ფიქრობენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტები უმეტეს შემთხვევებში მხოლოდ რამდენიმე პროფესიას ირჩევენ: პედაგოგიური, იურიდიული, ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. თუმცა, ბოლო წლებში ინტერესი გაიზარდა პროგრამირების მიმართაც.

რა პროფესიებს ირჩევენ სკოლადამთავრებულები უმეტესად, ”სამხრეთის კარიბჭემ” ამ თემაზე მცირე კვლევა ჩაატარა. სადაც მონაწილეობა ახალქალაქის საჯარო სკოლების 55–მა სკოლადამთავრებულმა მიიღო.

გამოკითხული ახალგაზრდებიდან სამედიცინოზე ჩაბარებას 7 აპირებს, ეკონომიკურზე – 8, იურიდიულზე – 1, პროგრამირებაზე – 2, საერთაშორისო ურთიერთობებზე – 2, უცხო ენებზე – 2, ინგლისურსა და კომუნიკაციებზე – 1, საინჟინრო ფაკულტეტზე კი 1 ადამიანი. 29 გამოკითხულს პროფესია არ აურჩევია და ჯერ არ იცის, სწავლას გააგრძელებს თუ არა.

ვინაიდან აქ უმაღლესი სასწავლებელი არაა, სკოლადამთავრებულები სასწავლებლად სხვაგან მიდიან. ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას სწავლის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნება არ უნდა, რადგან აქ სამომავლო პერსპექტივებს ვერ ხედავს. აბსოლუტურ უმრავლესობას არ უფიქრია, რომ შეიძლება მომავალში ისეთ დიდ პროექტზე დასაქმდეს, როგორიც მაგალითად რკინიგზის მშენებლობაა.

ლევონ ბიჩახჩიანი სასწავლებლად სომხეთში მიდის, სადაც სტომატოლოგის პროფესიას დაეუფლება: „ეს პროფესია მიყვარს. წავალ, ვისწავლი, შემდეგ კი უკან დავბრუნდები და საკუთარ საქმეს დავიწყებ. აქ მინდა მუშაობა”.

მის კლასში არავის უფიქრია ისეთი პროფესიის არჩევაზე, რომელიც სამომავლოდ მათ ადგილზე მუშაობას უზრუნველყოფდა.

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ ზოგიერთი პროფესიის ნაკლებობა უკვე იგრძნობა: „ბევრი ჩივის, რომ არ არიან კვალიფიციური ბუღალტრები. არ არიან პროფესიონალი მოლარეები. ადამიანები, ვინც დღეს თავს კვალიფიციურ სპეციალისტად მიიჩნევს, ცოტანი არიან ან სიახლეები არ იციან. როდესაც სხვადასხვა კომპანიები ახალქალაქში რაიმეს გახსნას აპირებენ, კითხულობენ, გვყავს თუ არა კვალიფიციური კადრები”.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლებისთვის კონკურენტუნარიანობა ორმაგად რთულია. პირველ რიგში, ქართულის არცოდნის გამო. რკინიგზის მშენებლობის შემთხვევაში კი შეუსაბამო განათლების მიზეზით. თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივებს რკინიგზაზე დასაქმების არ სჯერათ და ამ პროექტში მოწყობისკენ არც კი ისწრაფვიან.

„სპეციალისტმა უნდა იცოდეს ქართული, ჩვენი რეგიონისთვის ეს უკვე პრობლემაა. ქართულის გარდა, საჭიროა ასევე ახალი პროგრამების, ახალი მიდგომების ცოდნა, ამიტომ ხვალ, ზეგ, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ფაქტობრივად ამ კომპანიებში მუშაობისთვის მზად არ იქნებიან. ისინი იძულებული გახდებიან კვალიფიციური კადრები ახალციხიდან, თბილისიდან ან სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანონ. ამიტომ ამისთვის მომზადებაა საჭირი და მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს“, – ამბობს მაცუკატოვი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად ისეთი სპეციალისტების უკმარისობა იგრძნობა, როგორებიც არიან ბუღალტრები, საქმის მწარმოებლები, მენეჯერები, ადმინისტრატორები, მასწავლებლები. თუმცა, შრომითი ბაზრის კვლევითა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდ პროექტებში ჩართვით არავინ ინტერესდება.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის კოლეჯში კურსების გახსნას ელოდებიან
‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან
რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები
ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

ახალქალაქში გამგებელს ირჩევენ
ახალქალაქში ბაზრის მოვაჭრეებს დაჯარიმებით ემუქრებიან
ძვირი „ბოლო ზარი“