FM97.5 / LIVE

ურექტორობის გამო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ჩარიცხვა ვერ ხერხდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.10.2017
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პირველკურსელთა ჩარიცხვის ბრძანებები ამ დრომდე არ დაწერილა.

ურექტორობის გამო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ჩარიცხვა ვერ ხერხდება

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას სტუდენთა ჩარიცხვის ბრძანებები 4 ოქტომბრამდე უნდა დაეწერა. სტუდენტების ჩარიცხავაზე ან აღდგენაზე რექტორის, ან მისი მოვალეობის შემსრულებლის დასტურია საჭირო, იმის გამო, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი არ ჰყავთ, ეს პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

„ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვადა გასულია, მაგრამ მე დავუკავშირდი სამინისტროს და მითხრეს, რომ ყველაფერი მოგვარდება. სამინისტრო გარდამავალ დებულებას შეიმუშავებს“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო მიმართულებაში ნიკოლოზ ახალკაცმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სტუდენტები არ დაზარალდებიან, ისინი სასწავლო პროცესში სასწავლო წლის დაწყების დღიდან არიან ჩართული.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სამართლებრივ ჩიხში შევიდა, სასწავლებელი ხელმძღვანელის გარეშე გაურკვეველი ვადით 3 ივლისიდან დარჩა. ურექტორობის გამო კი, დაწესებულებაში მთელი რიგი პრობლემები იქმნება. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ განათლების სამინისტროს შემუშავებული წესდება ორჯერ გადაუგზავნა იმ მოთხოვნით, რომ ვიდრე რექტორს აირჩევენ, მანამდე დაწესებულებას რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობდეს, თუმცა ამ დრომდე უნივერსიტეტს მოთხოვნაზე დასტური არ მიუღია.

„გადაგზავნილია ჩვენი დადგენილება, ამას გარკვეული პროცედური სჭირდება. რეგისტრაციას გაივლის წესდება, შესაბამისად მიეცემა მსვლელობა რექტორის მოვალეობის დანიშვასაც“, – ამბობს ნიკო ახალკაცი.

უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობაზე გადაცემა „საფეხურში“ ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმაც.

„სამწუხაროდ ასეთი ჩიხური სიტუაციები აღმოჩნდა ძალიან ბევრი ჩვენს კანონმდებლობაში. გვიხდება ამის გამოსწორება. ამავდროულად, კანონში ცვლილების შეტანა ერთი უნივერსიტეტის მაგალითზე, ცოტა რთულია. იმის გამო, რომ უნდა მომზადდეს შესწორებები, უნდა გაიაროს ექსპერტიზა, დაინტერესებული უნივერსიტეტები უნდა გაეცნონ ამ საკითხს, შესაძლოა მათაც აქვთ ასეთი შემთხვევები და ეს დროში ძალიან იწელება“, – განაცხადა ვახტანგ მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა არც უნივერსიტეტის არსებობას და არც სტუდენტთა სწავლებას ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება: „არსებობს შესაძლებლობა, რომ გამონაკლისის სახით სამინისტრომ განახორციელოს რიგი ღონისძიებები, როცა ასეთი ჩიხური სიტუაცია იქნება. კანონში არის ხარვეზები და მუდმივად შედის ცვლილებები. ეს გამოვლინდა იმ მიზეზის გამო, რომ არჩევნებზე რექტორი ვერ აირჩიეს. თუ არ აირჩევდნენ, ასეთი ვარიანტი გათვალიწინებული არ იყო კანონში. ნუ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, რეალობა ზოგჯერ ისეთი არის, როგორც ახლა მოხდა. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ეს ყველაფერი გამოსწორდება“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება
მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად წესდებაში ცვლილება შედის
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა სწავლა საზეიმო მიღების გარეშე დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება