FM97.5 / LIVE

არჩევნებისთვის სამი სახის 11 მილიონამდე ბიულეტენი დაიბეჭდება

მთავარისიახლე, არჩევნები 02.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამი სახის 11 მილიონამდე ბიულეტენის დაბეჭდვაა დაგეგმილი.

არჩევნებისთვის სამი სახის 11 მილიონამდე ბიულეტენი დაიბეჭდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პროპორციული სიებისთვის, მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქებისთვის და მერის ასარჩევი ბიულეტენები დაიბეჭდება.

"ჯერ კიდევ აგვისტოდან დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ბიულეტენების დროულად, შეუცდომლად დაბეჭდვა ყველა იმ რეგიონის მიხედვით, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს და, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოება. ბეჭდვის პროცესს, კანონმდებლობის მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები დააკვირდებიან. ასევე, გაიგზავნებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომ ეს პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და კანონის შესაბამისად. დაბეჭდვის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ყველაფრის დისტრიბუციას, რაც არ არის ადვილი საქმე. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ბიულეტენი, ყველა შეკვრა მივიდეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის მისთვის კანონით განსაზღვრული ადგილი. სქემა, ყველა ეს საკითხი როგორ განხორციელდეს, უკვე დალაგებულია“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი შარაბიძის თქმით, ბიულეტენები 10-მდე სტამბაში, არჩევნების წინა დღეებში დაიბეჭდება, რადგან არჩევნებამდე 12 დღით ადრე კანდიდატებს უფლება აქვთ არჩევნებიდან მოხსნან საკუთარი კანდიდატურა, რა შემთხვევაშიც მათი სახელები და გვარები აღარ უნდა იყოს ბიულეტენში.

საქართველოში საარჩევნო ასაკის მქონე 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ამომრჩეველია. 21 ოქტომბერს საკრებულოების გარდა 64 მერის არჩევა მოხდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო (R)
რამდენი და როგორი ბიულეტენი გადაეცემა ამომრჩეველს
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
საარჩევნო უბნები ბიულეტენებს დღეს მიიღებენ
19 მაისის არჩევნებისთვის ბიულეტენების ტექსტები დამტკიცდა
ვის ვირჩევთ 21 ოქტომბერს – რამდენი ბიულეტენი დახვდება ამომრჩეველს კაბინაში
დარღვევა აბასთუმნის საარჩევნო უბანზე