FM97.5 / LIVE

ახალციხეში სკოლის აფეთქება სცადეს?

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.04.2013
დღეს პოლიციამ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლასთან ახალგაზრდა დააკავა, რომელიც სკოლის აფეთქებით იმუქრებოდა.

ახალციხეში სკოლის აფეთქება სცადეს?
მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეების გადმოცემით, დღეს დილით 11:00 საათისთვის, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 22-23 წლის ბიჭი დააკავეს. მას ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელყუმბარა ეკავა და სკოლის აფეთქებით იმუქრებოდა.

- „მეორე გაკვეთილი გვქონდა, დავინახე როგორ მორბოდა ბიჭი, ხელში „ლიმონკა“ ეკავა და პოლიციას ეუბნებოდა, არ მომეკაროთ, თორემ სკოლას ავაფეთქებო, პოლიციამ „ლიმონკა“ ხელიდან გამოგლიჯა და მაშინვე დააკავა, როგორც ვიცი შემდეგ მისი საცხოვრებელი ბინაც გაჩხრიკეს“, - გვიყვება ერთ-ერთი მეათე კლასის მოსწავლე, რომელიც მომხდარს გაკვეთილის მიმდინარეობისას საკლასო ოთახიდან უყურებდა.

იმავეს იმეორებენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში მე-3, მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებიც: „სკოლის აფეთქებით იმუქრებოდა, პოლიცია მოვიდა და მალევე დააკავა“.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის ნანა დათაშვილის განცხადებით, მომხდარს სკოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია: „როგორც სკოლის დაცვის ბიჭებმა მითხრეს, დაკავებული უბრალოდ მეხუთე სკოლასთან ცხოვრობს, თორემ მას სკოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. თქვეს ისიც, რომ მეხუთე სკოლას საფრთხე ემუქრებოდა. მეტი არაფერი ვიცი. არც ის ვიცი ის ბიჭი რატომ დააკავეს“.

მომხდარის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
რესურსცენტრი: 'მეხუთე სკოლაში მომხდარს არავინ ადასტურებს’
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ძაღლები ახალციხის მეხუთე სკოლასთან [ფოტო]
მეხუთე კლასელი ბიჭი ამბობს, რომ თანაკლასელმა შეაგინა და ამიტომ სცემა
მეორე სკოლასთან საკანალიოზაციო მილი გაწმინდეს და გზა შეაკეთეს