FM97.5 / LIVE

მეხუთე კლასელი ბიჭი ამბობს, რომ თანაკლასელმა შეაგინა და ამიტომ სცემა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 07.11.2018
ახალციხეში ერთ–ერთი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ამბობს, რომ თანაკლასელი დედის შეგინების გამო სცემა. მომხდარს სკოლის ადმინისტრაცია და მანდატურის სამსახური უარყოფს. უფლებადამცველები კი ფაქტის დაუყოვნებლივ შესწავლაზე საუბრობენ.

მეხუთე კლასელი ბიჭი ამბობს, რომ თანაკლასელმა შეაგინა და ამიტომ სცემა

მეხუთე კლასელი გიორგის მტკიცებით, თანაკლასელ ლუკას (სტატიაში მოსწავლეების სახელები და გვარები შეცვლილია) ხელოვნების გაკვეთილზე დაწყებული კამათის გამო დაარტყა.

„შუტკა" ჩაგიკეტეო, ეს დედის შეგინებას ნიშნავს. ბოდიში მომიხადე–მეთქი, მაგრამ არ მომიხადა, მოვიდა ხელი მკრა და მეც მუცელში ჩავარტყი. მერე გარეთ გავედით და იქ დავარტყი. მეტი არაფერი ყოფილა, იმან ტირილი დაიწყო და მასწავლებელს უთხრა“, – გვიყვება მეხუთე კლასის მოსწავლე.

კლასის დამრიგებელი ამბობს, „ასეთი კამათი ყველა კლასში ხდება. საგაზეთო აქ არაფერი არ არის! გიორგი რთული ბავშვია, ამიტომ ყველა, დირექტორიც, მეც და მანდატურიც ვცდილობთ, რომ როგორმე გამოვასწოროთ. ცუდი სიტყვები უძახებიათ ერთმანეთისთვის, მე რომ მივედი, იქ არავინ ტიროდა, მშვენივრად შევარიგე, მერე გაკვეთილი დაიწყო და წავედი. დირექტორიც იქ იყო და მორიგეც“.

გიორგის და ლუკას მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში მომხდარის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

„ჩემი შვილი, რომ ეცემათ აუცილებლად გავიგებდი. ყველდღე როცა მოდის ვეკითხები სკოლაში რა ხდება–მეთქი, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, მასწავლებელი დამირეკავდა და გამაგებინებდა. ადრე გიორგის, ჩემი შვილისთვის ტანსაცმელზე დაუცინია, მაგრამ ეს რომ გავიგე, ყურადღება არ მივაქციე, ადრეც ხდებოდა ბავშვებში ასეთი რამ“.

ცემის ფაქტს უარყოფს ლუკაც: „მე არავის ვუცემივარ. არც ადრე და არც ახლა“.

ბავშვი, რომ ცელქია ამაზე გიორგის დედაც საუბრობს: "ჩემს შვილს არაფერი უთქვამს ჩხუბის შესახებ, ეს ამბავი პირველად მესმის თქვენგან. ჩემი შვილი ცელქია, მაგრამ უყვარს სიმართლე. ადრე იყო ერთი შემთხვევა ერთ ბიჭს დაარტყა, რომ ვკითხე რატომ დაარტყი–მეთქი, მითხრა კლასელს ახრჩობდა და ვუშველეო. არ მინდა ამ თემაზე დაიწეროს, ბავშვებს შორის კამათი ყოველთვის ხდება“.

მანდატური, რომელიც იმ დღეს სკოლაში მორიგეობდა ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის ჩხუბი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემხვევაში ის აუცილებლად გაიგებდა: „როცა არაფერი არ ხდება ასეთ პანიკებს რატომ თესავენ არ ვიცი. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა“, – ამბობს მანდატური.

მომხდარს არ ადასტურებს სკოლის დირექტორი: „არ მომხდარა მსგავსი რამ. ჩხუბზე აუცილებლად ვიძახებ პოლიციას. მანდატურის სამსახური ამას არ დამალავს, მე დასამალი არაფერი მაქვს“.

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში ორივე ბავშვი დაზარალებულია, საკითხის შესწავლაში კი აუცილებლად უნდა ჩაერთოს სკოლის ადმინისტრაცია, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად ზრდასრული ადამიანები ვერ იაზრებენ ბულინგის მნიშვნელობას. ხშირად ბულინგი გადაიზრდება მძიმე ფორმის აგრესიასა და ძალადობაში. ორივე ბავშვს სჭირდება დახმარება. ბულინგი არ არის ერთჯერადი და ის არის განმეორებადი ქცევა, ამიტომ თუ ჩარევა არ მოხდება, შესაძლებელია ამან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბულინგი ყველა სკოლაში და კლასში ხდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნორმად იქნეს მიჩნეული და შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვეს: „ჩარევა იწყება მისი პრევენციით, საგანმანათლებლო სპეციალური კურსებია ბავშვებს შორის, შეიძლება ურთიერთმხარდაჭერის წრის ჩამოყალიბებაც, ასევე მასწავლებლების და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. ის რომ ყურადღება არ მიიქციონ და არაფერი გააკეთონ ეს უკვე კანონის დარღვევაა“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები უფროსკლასელებს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ
’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის  წინააღმდეგ
ახალციხის მეხუთე  სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ
სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა
შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ
რესურსცენტრი: 'მეხუთე სკოლაში მომხდარს არავინ ადასტურებს’
11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ