FM97.5 / LIVE

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დამატებით ძალა ჩაერთვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.09.2017
ბორჯომში, დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში, ხვალ დილით შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანაშრომელი და საჭიროების შემთხვევაში, ავიაციაც ჩაერთვება.

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დამატებით ძალა ჩაერთვება
ხანძარი წაღვერში. 22 სექტემბერი, 2017წ. ფოტო: ©ნინი ჯიქურაშვილი

დაბა წაღვერში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე სამცხე–ჯავახეთისა და მიმდებარე რეგიონების ათობით სახანძრო ჯგუფი მუშაოებს.

მათივე ინფორმაციით, ხვალ, 23 სექტემბერს, დილიდან, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ დაბა წაღვერის მიმდებარედ, არჯევანიძეების ტყეში ცეცხლი დღეს, 21 სექტემბერს საღამოს გაჩნდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

აქ წიწოვანი ტყე იწვის, რა ფართობზე ცეცხლი გავრცელებული, ეს ჯერ უცნობია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
ხანძრის ხუთი კერა სამცხე–ჯავახეთში – 22 სექტემბერი
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
წაღვერში ხანძარს 4 ვერტმფრენით აქრობენ
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება
საგანგებო: წაღვერში კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]