FM97.5 / LIVE

ხანძრის ხუთი კერა სამცხე–ჯავახეთში – 22 სექტემბერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.09.2017
დღეს, 22 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში, ხანძრის ხუთი კერა დაფიქსირდა. აქედან ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილის კი ლოკალიზებაც ვერ ხერხდება.

ხანძრის ხუთი კერა სამცხე–ჯავახეთში – 22 სექტემბერი
ხანძარი წაღვერში. 22 სექტემბერი, 2017წ. ფოტო: ©ნინი ჯიქურაშვილი

ორი დღეა ხანძარს ებრძვიან ადიგენში. 21 სექტემბერს, სოფელ დერცელიდან 10 კმ–ში, ტყის მასივში დაახლოებით ხუთ ჰექტარზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის ადგილზე ღია ცეცხლი აღარ არის, თუმცა ათეულობით მეხანძრე–მაშველი და 100–ზე მეტი ადგილობრივი მოხალისე ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს. ხანძარი ტყის ფერდობზე ხეების ნაწილზე, ბალახსა და ბუჩქნარზეა გაჩენილი.

დღის პირველ ნახევარში, ბალახსა და ბუჩქნარს ცეცხლი ეკიდა ადიგენში ფერსათის მთის ფერდობზეც. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მასშტაბები დიდი არ ყოფილა, ამიტომ მეხანძრე–მაშველებმა ცეცხლის კერების ლიკვიდირება მალე მოახერხეს.

ხანძარია ბორჯომშიც, დაბა წაღვერის მიმდებარედ, არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზე, ცეცხლი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო ჯგუფები. ტყის მასივის რა ფართობს უკიდია ცეცხლი, ამ დროისათვის უცნობია.

დღეს, 22 სექტემბერს, ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა ასპინძაშიც. ვარძიიდან რამდენიმე კილომეტრში საძოვრები იწვის, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე 20–მდე მეხანძრე–მაშველი მუშაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ ცეცხლი სავარაუდოდ 30 ჰექტარზეა მოდებული.

ხანძარია ასპინძაში, სოფელ რუსთავიდან 12 კმ–ში ინდუსის ტყეშიც. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო–სამაშველო ჯგუფები. ტერიტორიაზე სათიბებიც არის, ამიტომ ცეცხლი ბალახს უკიდია თუ ტყის მასივს, ეს ჯერ უცნობია. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის მასშტაბები სავარაუდოდ დიდია.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, გუშინ ხანძარი იყო ახალციხეში: ურაველში, ანდრიაწმინდაში, მუგარეთში და ასევე, ქალაქ ახალციხის გასასვლელში, ახალციხე–ახალქალაქის გზაზე. ამ ოთხი კერიდან, შედარებით რთული ვითარება იყო მუგარეთში, სადაც არსებობდა ცეცხლის ტყეში გადასვლის საფრთხე, დანარჩენ სამ შემთხვევაში ცეცხლი მინდორს ეკიდა. გუშინდელი ოთხივე კერა უკვე სრულად ჩამქრალია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავის ტყეში ხანძარია
ადიგენში, ღარღვლის ტყეში ხაძნრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზება დაიწყო
ასპინძაში, მინდორში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ტყეს უახლოვდება
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
სოფელ დვირთან, გორაკზე ბალახს ცეცხლი უკიდია
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დამატებით ძალა ჩაერთვება
სოფელ მუგარეთში ხანძარი ლიკვიდირებულია